რიცურინის ბაღი — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული ბაღი იაპონიაში. ბაღი მდებარეობს ქალაქ ტაკამაცუში. ბაღში მდებარეობს ჩაის სახლი, სხვადასხვა ხალხური ხელოვნებისა და ხელოსანთა ნამუშევრების გამოფენები (მათ შორის სანუკის ხალხური რეწვის მუზეუმი).

ბაღში დაგეგმილია ტურები, რომელიც გრძელდება ორი საათის განმავლობაში. აქვე არის მრავალი ხიდი, ბილიკები და პატარა მთები, რომელიც ერთიანობაში ქმნის საინტერესო ლანდშაფტს.

ბაღების მშენებლობის დაწყება თარიღდება XVII საუკუნით. 1625 წელს ტაკამაცუელმა ფეოდალმა იკომა ტაკატოშიმ დაიწყო ბაღის მშენებლობა, რომელიც დასრულდა 1745 წელს. მოსახლეობისათვის ბაღი გაიხსნა 1875 წელს. 1953 წლიდან ბაღს სილამაზის განსაკუთრებული ადგილის სტატუსი მიენიჭა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: