რიჩარდ ფლორიდა
რიჩარდ ფლორიდა (ინგლ. Richard Florida; დ. 26 ნოემბერი, 1957, ნიუარკი, აშშ) — ამერიკელი ეკონომისტი, გეოგრაფი და სოციოლოგი, შემოქმედებითი კლასის თეორიის ავტორი.
რიჩარდ ფლორიდა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 26 ნოემბერი, 1957[1] (67 წლის) |
დაბადების ადგილი | ნიუარკი |
საქმიანობა | ეკონომისტი, უნივერსიტეტის პროფესორი და სოციოლოგი |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | კოლუმბიის უნივერსიტეტის არქიტექტურის, ქალაქგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის ფაკულტეტი, რატგერსის უნივერსიტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტი |
Magnum opus | The Great Reset, Who's Your City? და The Rise of the Creative Class |
მეუღლე | Rana Florida |
საქმიანობა
რედაქტირებაფლორიდა რატგერსის კოლეჯში სწავლობდა, რომელიც 1979 წელს პოლიტიკურ მეცნიერებაში ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. 1986 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი, სადაც მას დოქტორის ხარისხი მიენიჭა.[2] 1987-2005 წლებში კარნეგი მელონის უნივერსიტეტში ასწავლიდა. დღემდე ტორონტოს უნივერსიტეტში ჯოზეფ როტმანის მენეჯმენტის სკოლის პროფესორია.
ფლორიდა ცნობილია თავისი შემოქმედებითი კლასის თეორიით. მისი კვლევის თანახმად, შემოქმედებითი ელიტა არის მთავარი ფაქტორი ქალაქებისა და რეგიონების წარმატებული ეკონომიკური განვითარებისათვის. კულტურის განვითარებასთან ერთად, რეგიონების წარმატების ერთ-ერთი ფაქტორად ის ტოლერანტობის დონეს ასახელებს. იგი ხაზს უსვამს უშუალო დამოკიდებულებაზე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელთა რაოდენობისა და ერთი მხრივ ბოჰემისა და ემიგრანტებს და მეორეს მხრივ შემოქმედებით პიროვნებებს რაოდენობებს შორის.[3] ფლორიდა ამას ხსნის იმით, რომ ღია და ტოლერანტული გარემო იზიდავს შემოქმედებით ადამიანებს, სადაც ისინი უფრო თავისუფალნი არიან თავიანთ მოქმედებებში და თვითგამოხატვაში. თავის შემდგმოგ კვლევებში ის ფოკუსირდება ინოვაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის საავტომობილო კორპორაციების მიერ წარმოების უწყვეტ გაუმჯობესებაზე, როგორიცაა Toyota.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Florida R. Who's Your City?: How the Creative Economy Is Making Where to Live the Most Important Decision of Your Life — Basic Books, 2008. — ISBN 0465003524.
- Florida R. The Flight of the Creative Class. The New Global Competition for Talent. — HarperBusiness, HarperCollins, 2005. — ISBN 0060756918.
- Florida R. Cities and the Creative Class. — Routledge, 2005. — ISBN 0415948878.
- Florida R. The Rise of the Creative Class. And How It's Transforming Work, Leisure and Everyday Life. — Basic Books, 2002. — ISBN 0465024777.
- Branscomb, Lewis & Kodama, Fumio & Florida, Richard. Industrializing Knowledge: University-Industry Linkages in Japan and the United States. — MIT Press, 1999. — ISBN 0262024659.
- Kenny, Martin & Florida, Richard. Beyond Mass Production: The Japanese System and Its Transfer to the US. — Oxford University Press, 1993. — ISBN 0195071107.
- Florida R. The Breakthrough Illusion. Corporate America's Failure to Move from Innovation to Mass Production. — Basic Books, 1990. — ISBN 0465007600.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #131514024 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ "About Richard | Creative Class Group" დაარქივებული 2020-08-09 საიტზე Wayback Machine. . www.creativeclass.com. Retrieved 2017-12-08.
- ↑ "Bio". Premiere Speakers. Retrieved 14 March 2019.