რიჩარდ ნიქსონის მკვლელობა
რიჩარდ ნიქსონის მკვლელობა (ინგლ. The Assassination of Richard Nixon) — 2004 წლის ამერიკული ფილმი. დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე.
„რიჩარდ ნიქსონის მკვლელობა“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ნილს მიულერი |
პროდიუსერი | ალფონსო კუარონი, ხორხე ვერგარა |
სცენარის ავტორი | ნილს მიულერი, კელვინ კენედი |
როლებში |
შონ პენი ნაომი უოტსი |
მუსიკა | სტივენ შტერნი |
ოპერატორი | ემანუელ ლუბეცკი |
მონტაჟი | ჯეი კესიდი |
სტუდია | Anhelo Productions, Appian Way, Esperanto Filmoj |
დისტრიბუტორი | ThinkFilm |
გამოსვლის თარიღი | 29 დეკემბერი, 2004 |
ხანგრძლივობა | 95 წთ. |
ქვეყანა | აშშ, მექსიკა |
ენა | ინგლისური |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
სემუელ ბიკი ჩვეულებრივი ამერიკელია. ის ცხოვრებისგან იმედგაცრუებულია, ქორწინება თვალწინ ენგრევა, გამყიდველის თანამდებობა უაზრობად ეჩვენება. ბიკი ცდილობეს, ყველაფერი მოაწესრიგოს, აღადგინოს ოჯახი, დაიწყოს საკუთარი საქმე. მაგრამ საზოგადოებაში, რომელსაც აწუხებს კორუფცია, ვიეტნამის ომი და სხვა პრობლემები, არ არსებობს ბიკის მსგავსი მეოცნებეთა ადგილი. ტელევიზიაში მუდმივად რიჩარდ ნიქსონს, აშშ-ის 37-ე პრეზიდენტი ჩანს. ბიკი ჩათვლის, რომ ყველა მისი პრობლემის სათავე პოლიტიკური სისტემა და პრეზიდენტია და გადაწყვეტს თეთრ სახლზე თავდასხმას. ბიკი თვითმფრინავის გატაცების უშედეგო მცდელობისას იღუპება.