რიტენჰაუზ-სქვერი
რიტენჰაუზ-სქვერი ანუ რიტენჰაუზის მოედანი ერთ-ერთია ხუთ თავდაპირველ ღია პარკთაგან, რომელიც უილიამ პენმა დაგეგმა მე-17 საუკუნის ბოლოს ცენტრალურ ფილადელფიაში, პენსილვანია.
თავდაპირველად ერქვა საუზუესტ-სქვერი (ინგ. სამხრეთ-დასავლეთის მოედანი), შემდეგ სახელი გადაერქვა დევიდ რიტენჰაუზის პატივსაცემად, რომელიც ფილადელფიაში პირველი ქაღალდის მწარმოებლის, გერმანელი იმიგრანტი უილიამ რიტენჰაუზის, შთამომავალი იყო. უილიამ რიტენჰაუზის ძველი ქაღალდის ქარხანა ცნობილია, როგორც რიტენჰაუზთაუნი, რომელიც მდებარეობს ფეარმონტ პარკში. დევიდ რიტენჰაუზი საათების ოსტატი იყო და ამერიკის რევოლუციას უწყობდა ხელს.
დღეს, მწვანეში ჩაფლული პარკის ირგვლივ ჩამწკრივებულია მოდური მაღაზიები, საუკეთესო რესტორნები, ფეშენებელური ბინები და ორი სასტუმრო, მათ შორის ერთ-ერთი ხუთვარსკვლავიანი. პარკის მწვანე მდელოები და სკამები ახლომდებარე უბნების ოფისებში მომუშავე ფილადელფიელების მთავარი შუადღის დასასვენებელი და წასახემსებელი ადგილია, ხოლო მისი ლომისა და თხის ქანდაკებები პატარა ბავშვებისა და მათი მშობლების თავშეყრის პოპულარული ადგილია.
უფრო ვრცლად, სახელი ”რიტენჰაუზ-სქვერი” არაფორმალურად თავად ამ პარკის ირგვლივ მდებარე უბნის სახელზე მიუთითებს, რომელიც მოიცავს ცენტრის თითქმის მთელ დასავლეთ ნაწილს მარკეტ სტრიტიდან ჩრდილოეთით საუზ სტრიტამდე სამხრეთით, და ბროდ სტრიტიდან აღმოსავლეთით შუილკილის სანაპირომდე დასავლეთით. ქალაქის ამ უბანში, განსაკუთრებით კი პარკის სამხრეთ ბლოკზე მდებარეობს ფილადელფიის ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონება. ეს უბანი ყველაზე პოპულარულია 25-35 წლის ასაკის სეგმენტისთვის, თუმცა აქ მცხოვრებთა ასაკი საკმაოდ დიდ დიაპაზონს მოიცავს.
ხელოვნება და კულტურა
რედაქტირებარიტენჰაუზის უბანი მრავალი კულტურული დაწესებულების ბინაა, მათ შორისაა კურტისის მუსიკის ინსტიტუტი, ფილადელფიის ხელოვნების ალიანსი, როზენბახის მუზეუმი და ბიბლიოთეკა, და სამოქალაქო ომისა და მიწისქვეშა რკინიგზის მუზეუმი.