რისტო რიუტი (ფინ. Risto Heikki Ryti დ. 3 თებერვალი, 1889, ჰუიტიენენი, ფინეთი (მაშინ – რუსეთის იმპერია) — გ. 25 ოქტომბერი, 1956, ჰელსინკი, ფინეთი) — ფინელი პოლიტიკური მოღვაწე.

რისტო რიუტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

განათლებით იურისტი. ფინეთის პარლამენტის დეპუტატი ეროვნულ-პროგრესული პარტიისა და ჰელსინკის საქალაქო საბჭოს დეპუტატი. 1921–1924 ფინეთის ფინანსთა მინისტრი, 1925–1939 ფინეთის ბანკის თავმჯდომარე.

1939 წლის 1 დეკმებრიდან 1940 წლის 19 დეკემბრამდე ფინეთის პრემიერ-მინისტრი. 1940 წლის 19 დეკმებრიდან 1944 წლის 4 აგვისტომდე ფინეთის პრეზიდენტი. მისი მმართველობის პერიოდს ორი ომი — ფინეთ-საბჭოთა კავშირის ომი (1939–1940) და მეორე მსოფლიო ომი ანუ „ომი გაგრძელება“ (1941–1944) დაემთხვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: