რიკარდო სამორა

(გადამისამართდა გვერდიდან რიკარდო ზამორა)

რიკარდო სამორა (ესპ. Ricardo Zamora დ. 21 იანვარი, 1901, ბარსელონა — გ. 8 სექტემბერი, 1978, იქვე) — ესპანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, თამაშობდა მეკარის პოზიციაზე. გამორჩეულად ითამაშა 1934 წლის მუნდიალზე, როცა მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში და მიიღო ოქროს ხელთათმანი. ლა ლიგის საუკეთესო მეკარის პრიზი, რომელიც მან თავად მიიღო სამჯერ, 1929, 1932 და 1933 წლებში, დღეს მისი სახელობისაა. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 82-ე ადგილზე დასახელდა.[1]

რიკარდო ზამორა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რიკარდო სამორა მარტინესი
დაბადების
თარიღი
21 იანვარი, 1901
დაბადების
ადგილი
ბარსელონა, ესპანეთი
გარდაცვალების
თარიღი
8 სექტემბერი, 1978
გარდაცვალების
ადგილი
ბარსელონა, ესპანეთი
სიმაღლე 194 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1914–1916 Universitari SC
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1916–1919 ესპანიოლი (0)
1919–1922 ბარსელონა (0)
1922–1930 ესპანიოლი 26 (0)
1930–1936 რეალ მადრიდი 82 (0)
1937–1938 ნიცა
სულ 108 (0)
ეროვნული ნაკრები
1920–1936 ესპანეთი 46 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1937-1938 ნიცა
1939-1946 ატლეტიკო ავიასიონი
1946-1949 სელტა
1949-1951 მალაგა
1951-1952 ესპანეთი
1953-1955 სელტა
1955-1957 ესპანიოლი
1960 სელტა
1961 ესპანიოლი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.