რვანახევარი
რვანახევარი (8½) — რეჟისორ ფედერიკო ფელინის 1963 წლის ფილმი. ფილმი ფელინისთვის რიგით მეცხრე უნდა ყოფილიყო, თუმცა მას გადაღებების დასრულება გაუჭირდა შემოქმედებითი კრიზის გამო. ამიტომ მან გადაიღო კინო რეჟისორის შესახებ, რომელსაც შემოქმედებითი კრიზისი აქვს და უჭირს დაწყებული ფილმის დასრულება. ფილმში მრავლადაა ფელინის ავტობიოგრაფიული ელემენტები.
„რვანახევარი“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ფედერიკო ფელინი |
პროდიუსერი | ანჯელო რიზოლი |
სცენარის ავტორი | ფედერიკო ფელინი |
როლებში | მარჩელო მასტროიანი, ანუკ ემე |
მუსიკა | ნინო როტა |
ოპერატორი | ჯოვანი დი ვენანცო |
მონტაჟი | ლეო კატოზო |
სტუდია | Cineriz |
დისტრიბუტორი | Columbia Pictures |
გამოსვლის თარიღი | 14 თებერვალი 1963 |
ხანგრძლივობა | 138 წუთი |
ქვეყანა | იტალია |
ენა | იტალიური, ინგლისური, ფრანგული, გერმანული |
როლებში
რედაქტირება- მარჩელო მასტროიანი — გვიდო ანსელმი
- ანუკ ემე — ლუიზა ანსელმი
- როსელა ფალკი — როსელა
- სანდრა მილო — კარლა
- კლაუდია კარდინალე — კლაუდია
ჯილდოები
რედაქტირებაფილმმა მიიღო ორი ოსკარი, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისა და კოსტუმების საუკეთესო დიზაინისთვის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: