რეცკერისა და ხოსუდოვსკის სახლი
რეცკერისა და ხოსუდოვსკის სახლი (რუს. Дом Рецкера и Хосудовского) — ყოფილი შენობა დონის როსტოვში. მდებარეობდა 1916-1943 წლებში ბუდიონის პროსპექტეზე. თავის დროზე ეს იყო ყველაზე მაღალი შენობა დონის როსტოვში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სახლი დაინგრა.
რეცკერისა და ხოსუდოვსკის სახლი რუს. Дом Рецкера и Хосудовского | |
---|---|
მდებარეობა | დონის როსტოვი |
არქიტექტორი | ლეონიდ ებერგი |
ტიპი | მოდერნი |
გახსნის თარიღი | 1916 |
მისამართი: დონის როსტოვი, ბუდიონის პროსპექტი № 10.
ისტორია
რედაქტირებარეცკერისა და ხოსუდოვსკის სახლი აშენდა ვაჭრების რეცკერისა და ხოსუდოვსკის დაფინანსებით. ბორის ხოსუდოვსკი იყო კომერსანტი, თამბაქოს გამყიდველი. თამბაქოს ბიზნესის გარდა მის ანგარიშზე იყო ტექნიკური კანტორა „კავკასია-დონის საინჟინრი ბიურო“. ე. რეცკერიც დაკავებული იყო თამბაქოს ბიზნესით.
1914 წელს რეცკერისა და ხოსუდოვსკის შვიდსართულიანი სახლის ადგილზე მდებარეობდა პატარა სახლი, რომელშიც განთავსებული იყო ორივე ბიზნესმენის თამბაქოს მაღაზიები. ორივე მფლობელისთვის პირველი მსოფლიო ომის პერიოდში გააქტიურდა მუშაობა და მათ გადაწყვიტეს აეშენებინათ დიდი მოცულობის სავაჭრო სახლი. შენობის მშენებლობა დასრულდა 1916 წელს არქიტექტორ ლეონიდ ებერგის პროექტის მიხედვით.
შვიდსართულიან სავაჭრო სახლს ჰქონდა ორი სართული სარდაფი და აგებული იყო მოდერნის სტილში. შენობას ჰქონდა ასო П-ს ფორმის კონფიგურაცია. მდებარეობდა ტაგანროგის (ამჟამად ბუდიონის) პროსპექტზე. ნაგებობის პირველი სართული დაპროექტებული იყო სავაჭრო თვალსაზრისით, ხოლო სარდაფის პირველი სართული გამოიყენებოდა საწყობად. სარდაფის მეორე ქვედა სართულზე მდებარეობდა საქვაბე.
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში და თეთრების მოძრაობის დროს დონის როსტოვში ცხოვრება მიდიოდა ჩვეულ რეჟიმში. 1920 წელს ქალაქზე წითელი არმიის თავდასხმის დროს, სემიონ ბუდიონის ხელმძღვანელობით, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. წითელი არმიის მიერ ქალაქის აღებამ გამოიწვია ნგრევა ქალაქის ცენტრში. ყველაზე პირველად დაზარალდა რეცკერისა და ხოსუდოვსკის სახლი. შენობას გაუჩნდა ხანძარი და ძლიერ დაიწვა. შენობა მიტოვებული აღმოჩნდ და გახდა უსახლკაროების თავშესაფარი. 1923 წლისათვის იგი უკვე საფრთხეს უქმნიდა ქალაქის მოსახლეობას. არსებობდა საფრთხე, რომ კედელი ჩამონგრეულიყო და დაცემოდა მეზობელ შენობას სადაც ცხოვრობდა ასამდე ადამიანი. აღნიშნული საფრთხის შესახებ წერდა გაზეთი „Молот“ 1925 წლის 14 აპრილს.
1929 წელს მოხდა შენობის რესტავრაცია და მასში 1930 წელს რეცკერისა და ხოსუდოვსკის ყოფილ სახლში განთავსდა სასტუმრო „დონი“. 1941 წელს ქალაქი დაიპყრეს გერმანელებმა და შენობას კვლავ ხანძარი გაუჩნდა. 1942 წელს გერმანელებმა კვლავ დაიკავეს დონის როსტოვი. ამ დროს ყველა ხიდი იყო დანგრეული. რამდენიმე დღეში გერმანელებმა ააშენეს ხიდი, მაგრამ მათ სჭირდებოდათ კაპიტალური ნაგებობა. გერმანელებმა სამშენებლო მასალად გამოიყენეს რეცკერისა და ხოსუდოვსკის სახლის ნანგრევები. სახლი საბოლოოდ დაინგრა 1943 წელს.
1957 წელს რეცკერისა და ხოსუდოვსკის სახლის ადგილზე ააშენს ოთხასრთულიანი საერთო საცხოვრებელი.