ავსტრიის რეფერენდუმი ანშლუსის შესახებ (1938)

რეფერენდუმი ავსტრიაში გერმანიასთან მიერთებაზე ჩატარდა 1938 წლის 10 აპრილს.[1] ანალოგიური რეფერენდუმი ჩატარდა გერმანიაში.[2] ნაცისტური გერმანიის მოთხოვნის გამო, ბიულეტენებზე რგოლის «მომხრე» ზომა ორჯერ დიდი იყო, ვიდრე «წინააღმდეგი».[3] გამოცხადებული შედეგების მიხედვით, საერთო ხმების 99,73 %-მა მხარი დაუჭირა გერმანიასთან მიერთებას.[4] ამომრჩეველთა აქტივობა იყო 99,71 %.[5]

ბიულეტენი

შედეგები

რედაქტირება
არჩევანი ხმა %
მომხრე 4 453 912 99,73
წინააღმდეგი 11 929 0,27
ბათილი/ცარიელი ბიულეტენები 5777 -
სულ 4 471 618 100
დარეგისტრირებული ამომრჩევლები/აქტივობა 4 484 617 99,71
წყარო: Direct Democracy