რესპუბლიკის ჯარი (ჟურნალი)

„რესპუბლიკის ჯარი“ — პირველი რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს ყოველკვირეული სამხედრო ჟურნალი, რომელიც გამოიცემოდა 1918-1919 წლებში. სულ გამოიცა 17 ნომერი. ჟურნალის ერთი ნომერის ფასი იყო 1 მანეთი და 50 კაპიკი, სადაც მოთავსებული იყო სამხედრო სამინისტროს მიერ გაცემული ოფიციალური ბრძანებები. იბეჭდებოდა პროპაგანდისტული ხასიათის შეგონებები და ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებიც ეძღვნებოდა ოფიცერთა და ჯარისკაცთა დამოკიდებულებას, ჯარში სამსახურის მნიშვნელობას დემოკრატიულ სახელმწიფოში, დისციპლინის, დეზერტირობის პრობლემას. ქვეყნდებოდა რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკური მეთაურების ფოტოები, მასალები საქართველოს და მსოფლიოს სამხედრო ისტორიიდან, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ქრონიკა. განიხილავდნენ სხვადასხვა საბრძოლო ტაქტიკას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სილაქაძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 333.