რენატა ლიტვინოვა (რუს. Литвинова, Рената Муратовна; დ. 12 იანვარი, 1967 მოსკოვი, რუსეთი) — რუსი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და ტელეწამყვანი. 2001 წელს გახდა რუსეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.[1] რენატა დაიბადა მოსკოვში, ექიმების ოჯახში. რენატას მამა წარმომავლობით თათარია, დედა – რუსი. მას ძალიან უყვარდა კინო და ეს სიყვარული რენატასაც გადაეცა.

რენატა ლიტვინოვა

რენატა ლიტვინოვა
დაბადების სახელი რენატა ლიტვინოვა
დაბადების თარიღი 12 იანვარი, 1967
მოსკოვი, რუსეთი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი
აქტიური 1989-დღემდე

ლიტვინოვამ თავის გზის გაკვლევა სცენარისტობიდან დაიწყო. 2005 წელს გადაიღო ფილმი „Богиня: как я полюбила“ და ასევე ზემფირას რამდენიმე მუსიკალური ვიდეო. 2008 წელს კი გადაიღო ფილმი-კონცერტი ზემფირას შესახებ, რომელიც მისი მეგობარია. პრესაში ხშირად ყოფილა ჭორები მათ ურთიერთობაზეც, მაგრამ რენატა ამ თემას ჟურნალისტებთან არ ეხებოდა. თავად ზემფირამ დახურა საკუთარი საიტი და გამოაქვეყნა გზავნილი საზოგადოებისადმი.[2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება