ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რელიგია სირიაში - რელიგიური პრაქტიკების ერთობლიობა სირიაში. ისტორიულად რეგიონი რელიგიური მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, გავრცელებული იყო სხვადასხვა რელიგია და სექტა. სირიელების უმრავლესობა მუსლიმია, მათგან უმრავლესობა სუნიტია (ძირითადად სირიელი არაბები, ქურთების, თურქმენები და ჩერქეზები), მათ მოსდევენ შიიტები და დრუზები. ასევე არსებობს რამდენიმე ქრისტიანული უმცირესობა (სომეხი კათოლიკეები, ბერძენი მართლმადიდებლები, სირიული მართლმადიდებლები) [1]. ასევე არსებობს ებრაელების მცირე პროცენტი.

რელიგიები

რედაქტირება

სირიაში ყველაზე დიდი რელიგიური ჯგუფი სუნიტი მუსლიმებია, რომლებიც მოსახლეობის დაახლოებით 60% -ს შეადგენენ. თოთხმეტი რეგიონიდან თერთმეტის დედაქალაქში მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტია, გამონაკლისებია ლათაკია, ტარტუსი და სუვეიდა. არსებობს მხოლოდ სამი რეგიონი, სადაც სუნიტები უმრავლესობას არ წარმოადგენენ: ალ-სუვეიდა, სადაც დრუზები ჭარბობენ და ტარტესი და ლათაკია, სადაც ალავიები არიან უმრავლესობაში. ალ ჰასაკაში უმრავლესობას არაბების მაგივრად სუნიტი ქურთები ადგენენ. სუნიტი მოსახლეობა უმეტესად "არაბებად" მოიხსენიება, მაგრამ ეს მათი სალაპარაკო ენითაა გამოწვეული (არაბული), და არა ეროვნებით. თუმცა, ზოგმა უმცირესობამ არაბიზაცია განიცადა (მაგალითად, ალბანელები, ბოსნიელები, კრეტელი მუსულმანები, პუშტუნები, სპარსელები და ა.შ.) [2]. უფრო მეტიც, ასევე არსებობს უფრო დიდი უმცირესობები, განსაკუთრებით ქურთული და თურქმენული უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც საერთოდ აღარ საუბრობენ მშობლიურ ენაზე. მშობლიური ენა შემოინახეს მაგალითად ჩერქეზებმა.

ქვეყნის სხვა მუსლიმები, რომლებიც არ მისდევენ სუნიტურ ისლამს, ქმნიან მოსახლეობის 16% -ს და ძირითადად ალავიტები (11%) და სხვა შიიტები (მაგალითად ისმაილისტები) არიან. ამ მუსულმანურ სექტებში შედის მრავალფეროვანი ეთნიკური ჯგუფი, მათ შორის: არაბები, ქურთები, თურქმენები და სხვა.

ქრისტიანობა

რედაქტირება

ქრისტიანები მოსახლეობის მიახლოებით 5-6%-ს შეადგენენ. ქრისტიანთა საერთო რაოდენობა 2011 წლამდე, ერაყელი ლტოლვილი ქრისტიანების ჩათვლით, დაახლოებით 1,1–1,2 მილიონი იყო, მათგან 500,000 ბერძენი მართლმადიდებელი, 400,000 სირიული მართლმადიდებელი, 70,000-80,000 სომეხი ქრისტიანი, 200,000 სხვადასხვა მიმდინარეობის კათოლიკე და აღმოსავლეთის ეკლესიის და პროტესტანტიზმის მიმდევართა უცნობი რიცხვი.

სირიელი ქრისტიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანობის აღმოსავლური მიმდინარეობების მიმდევარია, რომლებიც სირიაში ქრისტიანობის გარიჟრაჟიდან არსებობს. მართლმადიდებლური ეკლესიები ავტონომიურია. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მიმდინარეობა ცალკეულად არსებობს, ქრისტიანები ხშირად თანამშრომლობენ, ძირითადად მუსულმანური უმრავლესობისადმი შიშის გამო, თუმცა ახალგაზრდების შორის მუსულმანთა და ქრისტიანთა შორის ურთიერთობა უმჯობესდება. 1920 წელს სირიის მოსახლეობის 12% ქრისტიანი იყო 1,5 მილიონიანიდან, შემდგომ წლებში ქრისტიანებს მეტი ემიგრაციის და ნაკლები შობადობის პროცენტი ჰქონდათ. სომხებისა და ასურელების გარდა სირიელი ქრისტიანების უმეტესობა თავის თავს ეთნიკურად არაბად ან არაბ ქრისტიანად თვლის. ბევრი ქრისტიანი, განსაკუთრებით მართლმადიდებელი, შეუერთდა არაბულ ნაციონალისტურ მოძრაობას, ზოგი კი არამეულ ან დასავლურ სახელს არაბულ სახელზე იცვლის. სირიელი ქრისტიანები უფრო მაღალი პროპორციით მონაწილეობენ პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ საქმეებში, ვიდრე მუსლიმები, ასევე უფრო ურბანიზირებულები არიან და ძირითადად დიდ ქალაქებში ცხოვრობენ, უფრო დიდი რაოდენობით იღებენ უმაღლეს განათლებას. ეს გამოწვეულია იმით, რომ ქრისტიანი მშობლები ბავშვებს უფრო ხშირად დასავლური სყილის და საერთაშორისო სკოლებში აბარებენ [3].

ხალხური ცრურწმენები

რედაქტირება

ორგანიზებული რელიგიების სწავლებების გარდა ბევრ ადამიანს სწამს სიკეთისა და ბოროტების ძალებისა და ადგილობრივი წმინდანების. ხალხური მრწამსი განსაკუთრებით აღინიშნება ბედუინების შორის, რომლებიც იყენებენ ამულეტებს, ტალისმანებს და ჯადოსნურ სიტყვებს როგორც დამცავი საშუალებები ჯინების (სულების), ბოროტი ძალებისა და ავი თვალისგან. წმინდანთა რწმენა გავრცელებულია არაბედუინურ საზოგადოებში. სოფლების უმეტესობაში არსებობს ადგილობრივი წმინდანების სალოცავებს, რომლებიც ხშირად ადგილობრივის საფლავს შეიცავენ, რომელსაც, მოსახლეობის რწმენით, განსაკუთრებულად სამაგალითო ცხოვრება ჰქონდა. მორწმუნეები, განსაკუთრებით ქალები, სტუმრობენ ამ სალოცავებს, რომ წმინდანს დახმარებს, იღბალი და დაცვა შესთხოვონ. წმინდანთა რწმენა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სარწმუნოებით და ვრცელდრბა სხვადასხვა მრწამსის ადამიანებზე.

წყაროები

რედაქტირება
  1. Pierre, Beckouche (2017), "The Country Reports: Syria", Europe’s Mediterranean Neighbourhood, Edward Elgar Publishing, p. 178, ISBN 1786431491,
  2. https://archive.org/details/syriamiddleeast00alas/page/222
  3. Van Dam, Nikolaos (1979), The Struggle for Power in Syria, Taylor & Francis, p. 1, ISBN 9780856647031
  4. http://rozenbergquarterly.com/why-do-so-few-christian-syrian-refugees-register-with-the-united-nations-high-commissioner-for-refugees/
  5. http://www.arab-reform.net/en/node/510