რეკენის პროვინცია
რეკენა — პროვინცია პერუში, ლორეტოს რეგიონში. სამხრეთიდან ესაზღვრება უკაიალის რეგიონი, ხოლო აღმოსავლეთიდან ბრაზილია. რეკენას პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი რეკენა. 2005 წლის აღწერის შედეგად პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 67 927 ადამიანს, საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე 1,4 ადამიანს. რეკენას ფართობია 49 477,8 კმ². პროვინცია იყოფა 11 რაიონად. რეკენას პროვინციის სტატუსი მიენიჭა 1943 წლის 2 ივლისს.