რეინჰოლდ ბერზინსი

რეინჰოლდ ბერზინსი (ლატვ. Reinholds Bērziņš დ. 1888 — გ. 19 მარტი, 1938) — ლატვიელი საბჭოთა სამხედრო მოღვაწე,.

ბიოგრაფია

რედაქტირება

რსდმპ წევრი 1905 წლიდან. 1914 წლიდან პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზეა. 1916 წელს დაამთავრა პრაპორშჩიკთა სკოლა. ფრონტებზე ეწეოდა აქტიურ ბოლშევიკურ პროპაგანდას. 1917 წელს აირჩიეს მე-40 არმიის აღმასკომის თავმჯდომარედ, იმავე წელს მე-2 არმიის სამხედრო რევოლუციური კომიტეტის წევრად. 1917 წლის ბოლოდან 1918 წლის დასაწყისამდე მეთაურობდა ლატვიურ წითელ ნაწილებს, მონაწილეობდა ცენტრალური რადას ლიკვიდაციაში. 1918 წლის იანვრიდან მე-2 რევოლუციური არმიის და დასავლეთის ფრონტის სარდალია. 1918 წლის ივნისიდან რსფსრ ციმბირის უმაღლესი სამხედრო ინსპექციის წარმომადგენელი და ურალ-ციმბირის ფრონტის სარდალი. იმავე წლის ნოემბერში ინიშნება მე-3 არმიის სარდლად. 1919–1920 წლებში დასავლეთის, სამხრეთის, სამხრეთ-დასავლეთის და თურქესტანის ფრონტების სამხედრო-რევოლუციური საბჭოების წევრია. 1924 წლის ივლისიდან დასავლეთის სამხედრო ოლქის სამხედრო რევოლუციური საბჭოს წევრი. არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ 1927–1937 წლებში ეკავა სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობები საბჭოთა კავშირის სამხედრო მრეწველობისა და მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატებში. 1937 წლის 10 დეკემბერს აპატიმრებენ. 1938 წლის 19 მარტს კი საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის განაჩენის საფუძველზე დახვრიტეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება