რევოლუციური კომუნიზმის პარტია
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
რევოლუციური კომუნიზმის პარტია (რუს.: Партия революционного коммунизма) — პოლიტიკური პარტია რუსეთში შექმნილი ნაროდნიკების ჯგუფის მიერ, რომელიც ჩამოშორდა მემარცხენე სოციალისტ-რევოლუციონერებს 1918 წლის ივლისში მომხდარი შიდა უთანხმოების გამო. 1918 წლის სექტემბერში მათ თავი პარტიად გამოაცხადეს მოსკოვში მოწყობილ კონგრესზე. პარტია რუსეთის კომუნისტურ პარტიასთან (ბოლშევიკებთან) თანამშრომლობის მომხრე იყო და საბჭოებს უჭერდა მხარს.
პარტიას საკუთარი ყოველდღიური გაზეთი Воля Труда (შრომის ნება) ჰქონდა, რომელიც 1918 წლის 14 სექტემბრიდან 4 დეკემბრამდე გამოდიოდა. შემდგომში გაზეთი პერიოდულმა გამოცემამ შეცვალა.
ლენინი ნაროდნიკების პლატფორმას უტოპიურს უწოდებდა. აღიარებდა რა რომ საბჭოთა მმართველობამ შექმნა წინაპირობა სოციალისტური წყობის შექმნისთვის, ახალი პარტია უარჰყოფდა პროლეტარიატის დიქტატურის აუცილებლობას კაპიტალიზმიდან სოციალიზმზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში. პარტიის არსებობის პერიოდში მას რამდენიმე დაჯგუფება ჩამოსცილდა. ზოგი მათგანი შემდეგ კომუნისტურ პარტიას შეუერთდა (ა. კოლეგაევი, ა. ბიცენკო, მ დობროხოტოვი და სხვ.), ზოგი კი ისევ მემარცხენე სოციალ-რევოლუციონერებს დაუბრუნდა. რევოლუციური კომუნიზმის პარტიის ორ წარმომადგენელს უფლება მიეცა დასწრებოდნენ კომინტერნის მეორე კონგრესს, თუმცა ხმის უფლების გარეშე. 1920 წლის სექტემბერში კონგრესის გადაწყვეტილებით თითოეულ ქვეყანაში მხოლოდ ერთი კომუნისტური პარტია იყო დაშვებული და რევოლუციური კომუნიზმის პარტიამ გადაწყვიტა რუსეთის კომუნისტურ პარტიას შეერთებოდა. იმავე წლის ოქტომბერში რკპ-ის ცენტრალურმა კომიტეტმა ნება დართო პარტიულ ორგანიზაციებს მიეღოთ წევრები ყოფილი რევოლუციური კომუნიზმის პარტიიდან რუსეთის კომუნისტური პარტიის ქვეორგანოებში.