რევაზ იასონის ძე ვეფხვაძე (დ. 14 მაისი, 1926, თბილისი, — გ. 27 დეკემბერი, 2001, იქვე) — ქართველი რენტგენოლოგ-რადიოლოგი და ონკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1969), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1986).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (1948). 1955–1958 წლებში მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რენტგენო-რადიოლოგიის კათედრაზე. 1958–1966 წლებში იყო რადიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 1972–1977 წლებში — დირექტორი, 1989 წლიდან — ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, 1999 წლიდან — ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 1972–2001 წლებში — საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რადიოლოგი, საქართველოს რენტგენოლოგ-რადიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. დააარსა საქართველოს თერმოგრაფისტთა სკოლა. ვეფხვაძე იკვლევდა ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკისა და სხივური მკურნალობის აქტუალურ საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ღირსების ორდენი (1997).

ლიტერატურა

რედაქტირება