რეაქციონიზმი
პოლიტიკურ მეტყველებაში რეაქციონიზმი არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება მომხდარი ცვლილებებისადმი წინააღმდეგობის და ძველი სისტემის აღდგენის მცდელობის აღსაწერად.
ტერმინი რეაქციონიზმი გაჩნდა საფრანგეთის რევოლუციის დროს. რეაქციონისტებს უწოდებდნენ ადამიანებს რომლებიც ცდილობდნენ რევოლუციის შეჩერებას და მისი იდეების გავრცელების აღკვეთას.