რაფალ კაზიმეჟ ტშასკოვსკი (პოლ. Rafał Trzaskowski, დ. 17 იანვარი, 1972) — პოლონელი პოლიტიკოსი, პოლონეთის დედაქალაქის - ვარშავის - მოქმედი მერი; პოლიტოლოგი, ევროპათმცოდნე. საჯაროდ უჭერს მხარს ევროინტეგრაციას, ეკოლოგიურ ტრანსფორმაციასა [1] და ადგილობრივი თვითმმართველობის როლის ზრდას. [2]

რაფალ ტშასკოვსკი.

ტშასკოვსკი იყო ევროპარლამენტის წევრი (2009–2013 წლებში), პოლონეთის ადმინისტრაციისა და დიჯიტალიზაციის მინისტრი (2013–2014), ასევე პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი (2014–2015). პოლონეთის პარლამენტის წევრი 2015-2017 წლებში. 2017 წლის ნოემბერში ტშასკოვსკი ვარშავის მერის პოსტზე ოპოზიციის ერთობლივი კანდიდატი გახდა. 2018 წლის პოლონეთის ადგილობრივი არჩევნების[3] პირველ ტურში დაამარცხა მისი მთავარი კონკურენტი პატრიკ იაკი პოლონეთის იმდროინდელი მმართველი პარტიიდან კანონი და სამართლიანობა.[4] [5] [6] მან სულ 505 187 ხმა (ხმების 56,67%) მიიღო. [7]

2020 წლის მაისში ტშასკოვსკი გახდა სამოქალაქო პლატფორმის კანდიდატი პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ის გადავიდა არჩევნების მეორე ტურში, მაგრამ შემდეგ წააგო ანჯეი დუდასთან. საპრეზიდენტო არჩევნებზე მან მიიღო 10,018,263 ხმა (ხმების 48,97%).[8]

2024 წლის აპრილში იგი ვარშავის მერად კენჭისყრის პირველ ტურში ზედიზედ მეორედ აირჩიეს. მან 444 006 ხმა მიიღო (ხმების 57,41%). 2024 წელს მერის არჩევნებში მისი მისი მთავარი კონკურენტები იყვნენ ტობიას ბოჩენსკი (PiS) და მაგდალენა ბიეატი.[9]

იგი ითვლება PO-ს პროგრესული ფრთის წევრად.[10]

2024 წელს ტშასკოვსკი გაიმარჯვა სამოქალაქო პლატფორმის პრაიმერისში და გახდება პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი 2025 წლის არჩევნებზე.[11]

  1. Trzaskowski uderza w kpiących z klimatu. "Wszyscy naukowcy się zgadzają" PL. ციტირების თარიღი: 2024-08-27
  2. Trzaskowski: Jeśli PiS zechce dokręcić śrubę władzom lokalnym, to srogo się na tym zawiedzie [WYWIAD] pl. ციტირების თარიღი: 2024-08-27
  3. „Trzaskowski wspólnym kandydatem Platformy i Nowoczesnej w Warszawie“. ციტირების თარიღი: 2018-11-17.
  4. „Poland Elections Test Governing Party's Populist Message“. ციტირების თარიღი: 2018-11-17.
  5. „In Warsaw's local election, Europe's identity crisis plays out“. ციტირების თარიღი: 2018-11-17.
  6. „Rafał Trzaskowski wygrywa wybory prezydenckie w Warszawie“. ციტირების თარიღი: 2018-11-17.
  7. „WYBORY SAMORZĄDOWE 2018“. ციტირების თარიღი: 2018-11-17.
  8. „Marszałek Sejmu Elżbieta Witek podała termin wyborów prezydenckich“. TVN24.pl. 2 June 2020. ციტატა: „Marszałek Sejmu Elżbieta Witek poinformowała w środę, że wybory prezydenckie w 2020 roku odbędą się 28 czerwca.“
  9. Wyniki w wyborach Prezydenta m. st. Warszawy. ციტირების თარიღი: 11 May 2024
  10. Wyborcza.pl. ციტირების თარიღი: 2024-02-06
  11. Warsaw Mayor Trzaskowski wins Tusk party’s presidential primary