რატი ანდრონიკაშვილი

რატი ანდრონიკაშვილიქართველი კალათბურთელი, რომელიც თამაშობს ამერიკის კოლეჯთა ლიგის კრეიტონ ბლუჯეისში, აღმოსავლეთის დიდი კონფერენცია. 1.93 მეტრის სიმაღლის კალათბურთელი გამთამაშებლისა და მსროლელის პოზიციებზე თამაშობს.

რატი ანდრონიკაშვილი
კრეიტონი აშშ-ის დროშა აშშ
გამთამაშებელი / მსროლელი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 19 მარტი, 2001 (2001-03-19) (23 წლის)
თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
სიმაღლე 193 სმ
წონა 84.5 კგ

კარიერა რედაქტირება

ანდრონიკაშვილი საქართველოს სუპერლიგის გუნდ ენერჯი ინვესტს 2020 წელს შეუერთდა, სადაც საშუალოდ 7.0 ქულას, 1.0 მოხსნასა და 1.0 გადაცემას ასრულებდა.[1] 2020 წლის მაისში ანდრონიკაშვილმა ხელშეკრულება გააფორმა ამერიკის შეერთებული შტატების კოლეჯთა ლიგის გუნდთან, კრეიტონ ბლუჯეისთან.[2]

2020 წლის 6 ნოემბერს ანდრონიკაშვილმა წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება მიიღო, რის გამოც იძულებული გახდა მთელი სეზონი გამოეტოვებინა.[3]

2022 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ სანაკრებო შეკრების შემდეგ ქართველი კალათბურთელი კრეიტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღარ დაბრუნდება და კარიერას ევროპულ კლუბში გააგრძელებს. ამის შესახებ კალათბურთელმა კლუბს უკვე აცნობა.[4]

ეროვნული ნაკრები რედაქტირება

რატი ანდრონიკაშვილი 2019 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრია. წარსულში ის ასევე წარმოადგენდა საქართველოს 19 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებსა[2] და საქართველოს 17 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებებს.[5] 2019 წლის ფიბას 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ანდრონიკაშვილის საშუალო მაჩვენებელი იყო: 17.4 ქულა, 5.9 მოხსნა და 4.0 შედეგიანი გადაცემა.[2]

ქართველმა 2023 წლის ფიბას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეპატზე რამდენიმე თამაში ჩაატარა. ანდრონიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო „აკროპოლისის თასზე“ გამართულ შეხვედრებში საბერძნეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების, პოლონეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წინააღმდეგ. კალათბურთელი საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებს 2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე (ევრობასკეტი), რომლის ჯგუფური ეტაპის თამაშების ნაწილი თბილისში ჩატარდება.[6]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Rati Andronikashvili commits to Creighton (May 8, 2020). ციტირების თარიღი: November 7, 2020.
  2. 2.0 2.1 2.2 Daniels, Evan (11 May 2020). „Rati Andronikashvili debuts in rankings, Creighton's class rises“. 247sports. ციტირების თარიღი: 6 August 2020.
  3. Nyatawa, Jon (November 6, 2020). „Creighton freshman Rati Andronikashvili out for season with torn ACL“. Omaha World-Herald. ციტირების თარიღი: November 7, 2020.
  4. ანდრონიკაშვილი „კრეიტონიდან“ მიდის და კარიერას ევროპაში გააგრძელებს საქართველოს პირველი არხი
  5. Givony, Jonathan (7 May 2020). „Creighton lands top international hoops prospect Rati Andronikashvili“. ESPN. ციტირების თარიღი: 6 August 2020.
  6. რატი ანდრონიკაშვილი - ევრობასკეტისთვის ჩვენი შემართება ისეთია, როგორიც არასდროს ყოფილა #1TVSPORT საქართველოს პირველი არხი