რანი-კი-ვავი — რთული კონსტრუქციის მქონე მიწისქვეშა სასახლე ინდოეთის გუჯარათის შტატის ქალაქ პატანში. იგი აშენებულია სოლანკის დინასტიის მმართველობის პერიოდში (ქვეყანას მართავდა 960–1243 წლებში) XI საუკუნეში. ზოგადად მიჩნეულია, რომ იგი აგებულია სოლანკის დინასტიის მეფე ბჰიმდევ I-ისა (1022-1063 წწ.) და მისი ცოლის უდაიმატის პატივსაცემად.

რანი-კი-ვავი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2014  (38-ე სესია)
ნომერი 922
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 922
ინგლ.რუს.ფრ.

ძეგლი მოგვიანებით დატბორა მდინარე სარასვატიმ და შლამით იყო ამოვსებული 1980 წლამდე. 1980 წელს ინდოეთის არქეოლოგიური სამმართველოს ინიციატივით გაიწმინდა და მიიღო თანამედროვე სახე.

რანი-კი-ვავი 2014 წლის 22 ივნისს შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1][2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://whc.unesco.org/en/news/1157 Four new cultural sites inscribed on World Heritage List
  2. Gujarat’s Rani ki Vav added to UNESCO World Heritage site List. IANS. news.biharprabha.com. ციტირების თარიღი: 22 June 2014.