რანგიტი (დევან. रंगीत) — მდინარე ინდოეთში, სიკიმის შტატში, ტისტას შენაკადი. სათავეს იღებს ჰიმალაის მთებში, დასავლეთ სიკიმის რაიონში. მდინარეს მუდმივი დინება გააჩნია და იკვებება ჰიმალაების თოვლის ნადნობი წყლით ადრეულ ზაფხულში და მუსონური წვიმებით ივლის-აგვისტოში. მისი დაუდეგარი წყლები საკმაოდ პოპულარულია ჯომარდობის მოყვარულებში. გადაკვეთს ქალაქებს — ჯორეტჰანგს, პელინგსა და ლეგშიპს. შესართავამდე რამდენიმე კილომეტრით ადრე, აყალიბებს საზღვარს დასავლეთ ბენგალისა და სიკიმის შტატებს შორის, შემდეგ კი ეს დაკლაკნილი მდინარე ქალაქ ტისტა-ბაზაართან მდინარე ტისტას ერწყმის. მასზე მოქმედებს 60 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური.[1]

რანგიტი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
სათავე ჰიმალაები
link=commons:Category:{{{Commons}}} რანგიტი ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. [1] დაარქივებული 2011-01-14 საიტზე Wayback Machine. , Rangit Hydel Project.