რამენი
რამენი (იაპ. (拉麺, ラーメン, [ɾaꜜːmeɴ]) i — იაპონური კერძი, ხორბლის ლაფშა ხორცის ან თევზის წვნიანში. ხშირად ემატება კვერცხი, დაჭრილი ლორი, ნორი, მისო, სოოოს სოუზი და სხვა. ითვლება სწრაფი კვების კერძად დიდი კალორიულობით არსებობს იაპონიის თითქმის ყველა რეგიონში არსებობს რამენის თავისი ვარიაცია. მათ შორის რამენი წვნიანის გარეშე - ლაფშა რაიმე სოუზით. მიეკუთვნება ასევე კორეას და ჩინეთის სამზარეულოს.
ისტორია
რედაქტირებარამენი ჩინური ხორბლის ლაფშის იაპონური ვარიანტია [1]. სიტყვა "რამენი" შედგება ორი იეროგლიფისგან, რომელთა ჩინური მნიშვნელობაა "ლაფშა" და "გაწელვა". ჩინეთში რამენს "იაპონურ ლანგანს" უწოდებენ, იაპონიაში კი კერძის მეორე სახელწოდებაა "ჩინური ლაფშა". არსებობს თეორია, რომ ლაფშა იაპონიაში შემოიტანეს ჩინეთში გაქცეულმა იაპონელმა პოლიტიკოსმა ტოკუგავა მიცუმუნიმ და მისმა მრჩეველმა 1860-იან წლებში, მაგრამ ეს მოსაზრება მითად ითვლება [2]. უფრო პოპულარული თეორიაა, რომ რამენი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე იაპონიაში ჩინელმა იმიგრანტებმა შემოიტანეს. პირველად რამენი ლაფშიანი წვნიანი იყო ჩინურად შემწვარი ლორით. 1900 წლისთვის მარტივი რამენის რამდენიმე ვარიანტს ჩინურ რესტორნებში ან ქუჩაში ყიდდნენ. ქუჩაში რამენის სტენდებისკენ ყურადღების მისაქცევად მუსიკას უკრავდნენ - ეს ტრადიცია დღესაც არის შემორჩენილი ჩაწერილი ხმის დაკვრის სახით. მალე რამენი პოპულარული ქუჩის საკვები გახდა. რამენის ექსპერტი ოშირო ჰოსაკი თვლის, რომ პირველი სპეციალიზებული რამენის მაღაზია 1910 წელს გაიხსნა.
პოპულარიზაცია ომის შემდეგ
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ იაპონია ამერიკის ჯარმა დაიკავა. 1945 წელს იაპონიაში ბრინჯის ძალიან მცირე მოსავალი მოსავალი იყო, რადგან ომის დროს ბრინჯის მოყვანა უმეტესად დაპყრობილ ჩინეთში და ტაივანში გადაინაცვლა. ამერიკელი ხელისუფლების მიერ იაპონიაში ხშირად დაგვიანებით გაგზავნილი ფქვილით დამზადებული რამენი მალულად იყიდებოდა. ომის დროის ქუჩის საკვების ამკრძალველი კანონი ჯერ კიდევ ძალაში იყო და შავ ბაზარზე ფქვილის და რამენის მიწოდებას განგსტერები აკონტროლებდნენ [3]. ამ პერიოდში დააპატიმრეს ათასობით რამენის გამყიდველი. 1950-იან წლებში კანონი დარბილდა, ამერიკელები კი მხარს უჭერდნენ ხორბლის პოპულარიზაციას - ამ ფაქტორებმა განაპირობეს აქამდე ბრინჯზე დამოკიდებულ იაპონიაში ფქვილის, ხორბლის და მათთან ერთად რამენის პოპულარიზაცია. თანდათან რამენი ცხოვრების ურბანულ სტილთან გახდა ასოცირებული.
ახალი დრო
რედაქტირებაXX საუკუნეში იაპონიაში გამოიგონეს სწრაფი მომზადების ლაფშა, რომელიც გამოკითხვის შედეგად იაპონიის მეოცე საუკუნის უდიდეს გამოგონებად დასახელდა [4]. შესაძლებელი გახდა მიახლოვებული კერძის წუთებში დამზადება უბრალო ცხელი წყლის დამატებით. 1980-იან წლებში რამენი იაპონიის ერთ-ერთი სიმბოლო და კულტურის ნაწილი გახდა. დაიწყო რამენის რეგიონალური ვარიაციების განცალკევება, რამენის შესწავლა როგორც იაპონიაში, ასევე სხვა ქვეყნებშიც. დღეს იაპონიაში 24000-მდე სარამენეა, მათგან 5000 ტოკიოში. 1994 წელს გაიხსნა რამენის მუზეუმი. 2015 წლის დეკემბერში სარამენემ პირველად მიიღო მიშლენის ვარსკლავი [5].
სხვა ქვეყნებში
რედაქტირებარამენი პოპულარულია ჩინეთში, ტაივანში, კორეაში და ჰონგ-კონგში, სადაც ისტორიულად მკაფიოდ იაპონურ კერძების გვერდით იყიდება. აზიის გარეთ რამენი განსაკუთრებულად პოპულარულია აზიურ რესტორნებში, განსამუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც აზიურ სამზარეულოზე დიდი მოთხოვნაა. სწრაფი მომზადების რამენი იუიდება სხვადასხვა ქვეყნის მაღაზიების დახლებზე.
წყაროები
რედაქტირება- http://news.bbc.co.uk/2/hi/asia-pacific/1067506.stm
- http://www.bbc.com/travel/story/20160223-is-this-japans-best-ramen
- https://www.atlasobscura.com/articles/how-did-ramen-become-popular
- https://books.google.ge/books?id=Fx5XqEK9OV8C&pg=PA116&redir_esc=y#v=onepage&q&f=false
- https://archive.org/details/sweets00timr/page/362