რამაზ დათიაშვილი
რამაზ დათიაშვილი (დ. 1950) — ქართველი ქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1988).[1] რატგერსის უნივერსიტეტის პლასტიკური ქირურგიის განყოფილების ქირურგიის პროფესორი.[2] ამერიკის პლასტიკური ქირურგიის საზოგადოებისა და ამერიკის პლასტიკური ქირურგიის ასოციაციის აქტიური წევრი. მოღვაწეობს პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში. ბორის პეტროვსკის მოწაფე. ქირურგად მუშაობდა მოსკოვის 51-ე საქალაქო საავადმყოფოში. 1983 წლის 18 ივნისს[3] რამაზ დათიაშვილმა სსრკ-ის მედიცინის ისტორიაში პირველმა ჩაატარა კიდურების რეპლანტაციის ოპერაცია, რამაც საყოველთაო აღიარება მოუტანა. რამაზ დათიაშვილმა 3 წლის ლიტველ გოგონას რასა პრასცევიჩიუტე-სეპტს უნიკალური ოპერაცია გაუკეთა — უბედური შემთხვევის შედეგად მოკვეთილი ტერფები მიაკერა. მანამდე ასეთი სახის ოპერაცია საბჭოთა კავშირში არავის ჰქონდა ჩატარებული. 1991 წელს რამაზ დათიაშვილი საცხოვებლად გადავიდა აშშ-ში.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Ramazi O. Datiashvili | Journal of Surgery
- ↑ Miracle Operation: How a Georgian Doctor performed a one-of-a-kind surgery to save a little girl’s legs
- ↑ Согласно данным в статье «Ночь и день девочки Расы» в журнале «Огонёк» (выпуск № 40, 1983 год)