რამადანი

(გადამისამართდა გვერდიდან რამადანი (თვე))

რამადანი, რამაზანიისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდება. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. ამ დროს ისინი ყველანაირ საჭმელზე, სასმელსა და სქესობრივ კავშირზე უარს ამბობენ. მოხუცებს, ავადმყოფებს, მოგზაურობაში მყოფ ადამიანებს და ორსულ ქალებს ნებადართული აქვთ ამ დროს მარხვა არ შეინახონ, თუმცა წელიწადის სხვა დროს მუსლიმებმა ეს მარხვა უნდა დაიცვან, ხოლო ავადმყოფებს, რომლებისთვისაც საერთოდ არ შეიძლება მარხვის შენახვა (შიმშილობა) შეუძლიათ სხვა მარხვის მქონეს გაუმასპინძლდნენ და ამით გამოისყიდონ, ეს მარხვის შენახვის ტოლფასია ისლამში. ბავშვები მარხვასა და ნამაზის ლოცვას ძირითადად გარდატეხის ასაკში იწყებენ, თუმცა მარხვას ბევრი ადრეულ ასაკშიც იწყებს, რელიგიის მიხედვით ლოცვის დაწყება სასურველია 7 წლის შემდეგ და ეს სულ უნდა გაგრძელდეს, დღეში ხუთჯერ ლოცვით. მარხვა გულისხმობს: მოთმინებას, თავმდაბლობას და სულიერ სიმშვიდეს. ეს დრო არის მიძღვნილი ღვთის საამებლად. ამ დროს ჩვეულებრივზე მეტად იკითხება ლოცვები. მარხვის დროს აუცილებელია მუსლიმმა ითხოვოს მოწყალება (მოინანიოს) ღვთისგან, ილოცოს სწორი გზის საპოვნელად და ყოველგვარი საცდურისაგან თავის ასარიდებლად.

რამადანი
რამადანი ფოტოსურათი
სხვაგვარად რამადანი
ასევე რამადანი
მნიშვნელობა მარხვა
დაწესდა მაჰმადი
აღნიშნავენ მუსლიმები
პერიოდი 1-დან 30 რამადანი
ზეიმობა მეჩეთი, ოჯახი, მეგობრები
ნახევარმთვარე ფერადი მორთული და ლამაზად განათებული რამადანში

სახელი რამადანი, მეცხრე თვის სახელწოდება ისლამის რელიგიად ჩამოყალიბებამდე მრავალი წლით ადრე წარმოიშვა არაბულ კულტურაში. მისი სახელი მოდის (იყოფა) არაბული ფუძის — რმდ (მსავსი „რამიდა“, ან „არ-რამად“) გამრუდების საფუძველზე და შემოკლებული მნიშვნელობით.

Hilāl არის ასტრონომიულად ახალი მთვარის შემდეგი დღე. სანამ ახალი თვის ახალი მთვარე გამოჩნდება მუსლიმს შეუძლია ჩვეულებრივად გამოთვალოს რამადანის დაწყების დღე. ყოველ წელს არის აზრთა სხვადასხვაობა, როგორ ან როდის იწყება რამადანი. ტრადიციული წარმოშობის მიხედვით — ადამიანს დედამიწის საწინააღმდეგო მხარეს არსებული ქვეყნებიდან შეუიარაღებელი თვალით უნდა დაენახა სავსე მთვარე. დიდი ხანი არაა ზოგიერთი მუსლიმი მიისწრაფვის გამოიყენოს ასტრონომიული გამოთვლები სისწორის დასადგენად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: