რაიხსტაგის ხანძარი
რაიხსტაგის ხანძარი — 1933 წლის 27-28 თებერვლის ღამეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, რაიხსტაგის შენობაში გაჩენილი ხანძარი. ხანძრის გაჩენის მიზეზი განზრახ ცეცხლის მოკიდებაა. ბოროტმოქმედი მარინუს ვან დერ ლუბე დანაშაულის ადგილზე დააკავეს. სიკვდილით დასჯამდე ვან დერ ლუბე დაჟინებით ამტკიცებდა, რომ რაიხსტაგს ცეცხლი მან მარტომ წაუკიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მისი თანამედროვე იზიარებდა მის აზრს, რომ ის იყო ერთადერთი დამნაშავე ეს საკითხი კვლავ რჩრბა განხილვის საგანად. კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ნაციონალ-სოციალისტები უშუალოდ მონაწილეობდნენ დანაშაულში.
პოლიტიკური შედეგები ცალსახაა. 1933 წლის თებერვალს რაიხის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება ხალხისა და სახელმწიფოს დაცვის შესახებ (რაიხსტაგის სახანძრო განკარგულება). ამით ვაიმარის კონსტიტუციის ძირითადი უფლებები დე ფაქტო შეჩერდა და გზა გაიწმინდა პოლიციისა და მოიერიშე რაზმების მიერ ნსდაპ-ის პოლიტიკური ოპონენტების ლეგალიზებული დევნისთვის . [1] რაიხსტაგის სახანძრო განკარგულება იყო გადამწყვეტი ეტაპი ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურის დამყარებაში .
ყოველდღე ახალი პატიმრების დაკავებით, ციხეები მალე გადატვირთა. პოლიტპატიმრები დროებით იზოლატორში გადაიყვანეს და სწორედ ასე გაჩნდა "ველური" ან "ადრეული" საკონცენტრაციო ბანაკები . [2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Hans-Ulrich Thamer: Beginn der nationalsozialistischen Herrschaft. Ausnahmezustand. Bundeszentrale für politische Bildung
- ↑ Stanislav Zámečník: Das war Dachau. Hrsg. Comité International de Dachau, Luxemburg 2002, S. 18ff.