რაინჰარდ ბონკე
რაინჰარდ ბონკე (დ. 19 აპრილი, 1940, კენიგსბერგი, პრუსია – გ. 7 დეკემბერი, 2019) — გერმანელი ევანგელისტური მიმადინარეობის მახარებელი, რომელიც მოღვაწეობს ძირითადად აფრიკის კონტინენტზე. მისი ძირითადი მსახურება დაიწყო ხედვით, რომ მიეტოვებინა გერმანია და წასულიყო აფრიკაში.
1995-2000 წლებში ორგანიზაცია „ქრისტე ყველა ერისთვის“ (CfAN) მონაცემებით ბონკეს მსახურების შედეგად ქრისტიანობაზე მოექცა 10 მილიონი ადამიანი, 2001-2005 წლებში 38 მილიონმა შევასო ბარათი „ვაღიარებ იესოს პირად მხსნელად“.
ბონკე არის ბევრი წიგნის და ბროშურის ავტორი, რომლებიც 158 სხვადასხვა ენაზე გამოიცა 180 მილიონიანი ტირაჟით.
ბონკეს მიერ ჩატარებული საევანგელიზაციო მსახურებებს ერთდროულად 500 000-900 000 ადამიანი ესწრება. მსახურება ზეკონფესიურია, ანუ როდესაც ადამიანი ქრისტიანობაზე ექცევა, ის თავად ირჩევს კონკრეტულად რომელ ქრისტიანულ მიმდინარეობაში გააგრძელოს სულიერი ცხოვრება.
ლიტერატურა
რედაქტირება- Edvan der Maas. New International Dictionary of Pentecostal and Charismatic Movements, The / Stanley M. Burgess. — Zondervan; Exp Rev edition, 2002. — С. 438—439. — 1328 გვ. — ISBN 0310224810.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რაინჰარდ ბონკეს ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-09-19 საიტზე Wayback Machine.
- CfaN ქრისტე ყველა ერისთვის