რაზი-ბონდარენკოს სახლი
რაზი-ბონდარენკოს სახლი (რუს. Дом Рази-Бондаренко) — ძველი ორსართულიან სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის მესამე მეოთხედში. სახლის ყველაზე ცნობილი მფლობელები სხვადასხვა დროს იყვნენ ნადეჟდა რაზი და სიმონ ბონდარენკო[1].
რაზი-ბონდარენკოს სახლი რუს. Дом Рази-Бондаренко | |
---|---|
კოორდინატები | 47°12′55″N 38°55′47″E / 47.2153° ჩ. გ. 38.9297° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დასრულების თარიღი | XIX საუკუნის მესამე მეოთხედი |
მისამართი: ტაგანროგი, პეტროვის ქუჩა № 84.
ისტორია
რედაქტირებაXIX საუკუნის მესამე მეოთხედში ვაჭარი რაზი ფლობდა ადგილს, რომელიც შემდეგ მოექცა დიდი ბირჟის შესახვევში. იქვე ახლოს მდებარეობდდა ერთშართულიანი შენობა, რომელიც იყო მისი ცოლის, ნადეჟდა რაზის, საკუთრება. შენობა მას ეკუთვნოდა 1873 წლიდან[1]. ამ ადგილზე დროთა განმავლობაში გაჩნდა ორი შენობა. კუთხის შენობაში მდებარეობდა დიმიტრი კრემენიცკის რესტორანი[2], ახლოსვე მუშაობდა ჰეპფერტის სასტუმრო[1], რომლის კუთვნილებაში იყო ასევე საუკეთესო საკონდიტრო კოოპერატივი. შემდეგ სახლში განთავსდა მასწავლებელ ს. ბელოკოვსკის წიგნების მაღაზია, რომელმაც მცირე ხანს იმუშავა და გადავიდა ა. ვაშინენკოს კუთვნილებაში. 1880-იან წლებში აქ განთავსდა სტამბა. სახლი ნადეჟდა რაზის ეკუთვნოდა 1906 წლამდე[1].
1913 წელს[2] (სხვა ვერსიით - 1915 წელს)[1] მიწის ნკვეთისა და აქ მდებარე ნაგებობების მფლობელი გახდა სიმონ ბონდარენკო. მანამდე იგი ფლობდა სხვა სახლებს ალექსანდრესა და მიხეილის ქუჩებზე. სიმონის მამა იყო ვაჭარი, თავად სიმონიც ვაჭრობდა თევზის პროდუქტებით[2]..
სიმონ ბონდარენკო ქალაქში ცნობილი იყო თავისი სინემატოგრაფით, რომელიც მან მეჩნიკოვის შესახვევში გახსნა 1914 წელს. ფასადზე იყო წარწერა „სიმონ ბონდარენკოს კინოთეატრი“. 1918 წლის მარტში მოახინეს კინოთეატრის ნაციონალიზაცია და უწოდეს „პალასი“ 1919 წელს მასში გაიხსნა მინიატურების თეატრი „მოზაიკა“. 1930 წლიდან მიიღო თანამედროვე სახელწოდება „როტ ფრონტი“. ეს იყო პირველი ხმოვანი კონოთეატრი, ხოლო 1957 წლის ივლისიდან გახდა ფართო ეკრანიანი[1].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Рази Бондаренко дом//Энциклопедия Таганрога, Ростов-на-Дону, Росиздат, 2003
- ↑ 2.0 2.1 2.2 Дом 84, Петровская улица. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-16. ციტირების თარიღი: 2017-03-17.