რადიოს სახლი (ულან-უდე)

რადიოს სახლი ულან-უდეში (რუს. Дом радио) — ქალაქის არქიტექტურული ძეგლი, რეგიონული დონის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი.

ქალაქ ულან-უდეს რადიოს სახლი
ზოგადი ინფორმაცია
სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 0430076000
არქიტექტურული სტილი Stalinist Empire style
ქვეყანა რუსეთი
მდებარეობა ულან-უდე, ერბანოვის ქ. 7-ა
კოორდინატები 51°50′02″ ჩ. გ. 107°35′01″ ა. გ. / 51.83398194° ჩ. გ. 107.58364194° ა. გ. / 51.83398194; 107.58364194

ეს არის არქიტექტურული ძეგლი, რომელიც წარმოადგენს მონუმენტურ კუთხის ნაგებობას სტალინური იმპერიის სტილში, რომელიც მდებარეობს ულან-უდეს ცენტრში საბჭოთა და თეატრალური მოედნის მახლობლად.

შენობა აშენდა 1955-1959 წლებში არქიტექტორ ლ. მინერტის პროექტით და სამართლიანად ითვლება ქალაქის სავიზიტო ბარათად.[1]

მისი ყველაზე თვალსაჩინო ცენტრალური ნაწილი აგებულია ხუთსართულიანი კოშკის სახით სვეტითა და საათის ორი ციფერბლატით, რომელთაგან ერთი მიმართულია ბურიატის ოპერისა და ბალეტის თეატრისკენ, მეორე კი საბჭოთა მოედნისკენ.

დღეში ორჯერ — 12 და 18 საათზე — შენობაზე დამონტაჟებული ბურიატიის მთავარი საათის ზარები უკრავს ბურიატიის ჰიმნს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 60 лет назад началось строительство Дома радио. ციტირების თარიღი: 2020-09-03.