ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რაბადის კარი (არაბ. რაბად - გარეუბანი), თბილისის ჩრდილოეთ კედელში დატანებული კარი, რომელიც ქალაქს აკავშირებდა რაბადთან - გარეუბანთან (გვიანდელი ხანის გარეთუბანთან). რაბადის კარის სახელით პირველად ვხვდებით X საუკუნის არაბი თურქის მიერ 853 წელს თბილისის აღებისა და გადაწვის ამბავს. ალ-ტაბარის გადმოცემით, მტკვრის დასავლეთით მდებარე (მარჯვენა სანაპირო) თბილისს 5 კარი ჰქონდა. კართა ჩამონათვალში რიგით მეოთხეა რაბადის კარი ალ-ტაბარი რაბადის კარს კიდევ ახსენებს, როცა გადმოგვცემს ბუღა თურქის ლაშქრის განლაგებას: ბუღას სარდალი აბუ ლ-აბასი თბილისს ჩრდილოეთიდან იმ ადგილას ებძოდა,

ვიკიციტატა
„რომელიც რაბადის კარს ეკვრის.“

ალ-ტაბარის შემდეგ თბილისის ზღუდეში დატანებული კარი ამ სახელით აღარ გვხვდება.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რაბადის_კარი“-დან