რაკიინი
(გადამისამართდა გვერდიდან რააკენი)
რაკიინი (Rakeen) — არაბული საინვესტიციო კომპანია, დაფუძნებული არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეიხ საუდ ბინ საქრ ალ კასიმის მიერ. კომპანია ამჟამად მრავალ პროექტს ახორციელებს უძრავი ქონების, ტურიზმის და ინფრასტურქტურის განვითარებაში. პროექტები ხორციელდება როგორც საამიროების ქალაქ რას ალ კაიმაჰში (RAK), ასევე მსოფლიოს გარშემო რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, თბილისის მაღლობების სახით.
საქართველოში Rakeen Georgia ფლობს მთაწმინდის პარკს, ასევე ფოთის პორტს, სადაც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ავითარებს. 2009 წელს RAK Georgia Holding-ის შვილობილმა კომპანიამ სახალხო ბანკმა და ტელე და რადიო კომპანია "იმედის" აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Rakeen Georgia[მკვდარი ბმული] (ქართულად)
- კომპანიის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2008-03-04 საიტზე Wayback Machine.