ჟოზეფ რემი ნიუტენი (დ. 7 ნოემბერი, 1909 – გ. 23 დეკემბერი, 1988) — ბელგიელი ფსიქოლოგი. იყო „ქცევითი დინამიკის მიმართებითი თეორიის” ავტორი. სწავლობდა და მუშაობდა ლიუვნის კათოლიკურ უნივერსიტეტში. აქ მან განახორციელა ბელგიაში პირველი საგანმანათლებლო პროგრამა ფსიქოლოგიაში და პედაგოგიკაში. იყო ფსიქოლოგიის პირველი ფაკულტეტის დეკანი, დააარსა ფსიქოლოგიის ინსტიტუტი და მოტივაციის შემსწავლელი ცენტრი. 1972 წელს არჩეული იყო ფსიქოლოგთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტად.

ჟოზეფ ნიუტენი
დაბ. თარიღი 7 ნოემბერი, 1909(1909-11-07)[1]
დაბ. ადგილი Zwevegem
გარდ. თარიღი 23 დეკემბერი, 1988(1988-12-23)[1] (79 წლის)
გარდ. ადგილი Leuven
მოქალაქეობა  ბელგია
საქმიანობა უნივერსიტეტის პროფესორი და ფსიქოლოგი
მუშაობის ადგილი Universities in Leuven
ალმა-მატერი Katholieke Universiteit Leuven

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Педагоги и психологи мира — 2012.