ჟოზეფინ ბატლერი

ჟოზეფინ ელიზაბეტ ბატლერი ( დ.13 აპრილი,1828, მილფილდში, ნორთუმბერლენდი, ინგლისი — 30 დეკემბერი,1906, ვულერი, ნორთუმბერლენდი, ინგლისი) — ინგლისელი ფემინისტი და სოციალური რეფორმატორი ვიქტორიანულ ეპოქაში,[1]რომელმაც დიდი როლი ითამაშა ქალთა განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესებაში.[2]

ჟოზეფინ ელიზაბეტ ბატლერი
Josephine Butler, 1876
დაბადების თარიღი 13 აპრილი,1828, მილფილდი, ნორთუმბერლენდი, გაერთიანებული სამეფო
გარდაცვალების თარიღი 30 დეკემბერი,1906, ვულერი, ნორთუმბერლენდი, გაერთიანებული სამეფო
პროფესია სოციალური რეფორმატორი
მეუღლე(ები) ჯორჯ ბატლერი
შვილ(ებ)ი ჯორჯ გრეი ბატლერი, ჩარლზ ავგუსტინ ვონ ბატლერი, ევანჯელინ გრეი ბატლერი, არტურ სტენლი ბატლერი

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული წლები რედაქტირება

ჯოზეფინ გრეი დაიბადა 1828 წლის 13 აპრილს, მილფილდში, ნორთუმბერლენდში, მდიდარი პოლიტიკური რეფორმატორების ოჯახში. იგი იყო ჰანა ანეტის და ჯონ გრეის მეოთხე ქალიშვილი. მისი ბიძაშვილი იყო ერლ გრეი, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი 1830–1834 წლებში.[3]ჯოზეფინ გრეი განათლებას ძირითადად შინ იღებდა. ჯონი შვილებს თანაბრად ექცეოდა. მათ ასწავლა პოლიტიკა და სოციალური საკითხები. ჯონის პოლიტიკურმა მოღვაწეობამ და იდეოლოგიამ ძლიერი გავლენა მოახდინა მის ქალიშვილზე, ისევე როგორც რელიგიურმა სწავლებამ, რომელიც მან დედისგან მიიღო. [1]

ოჯახური ცხოვრება რედაქტირება

1852 წელს იგი დაქორწინდა ჯორჯ ბატლერზე,რომელიც იყო მეცნიერი და ანგლიკანური ეკლესიის სასულიერო პირი. ის იზიარებდა მის სიძულვილს სოციალური უსამართლობის მიმართ. წყვილს ასევე ჰქონდა ძლიერი

 
ჟოზეფინ ბატლერი, 1851, ჯორჯ რიჩმონდის პორტრეტი

ქრისტიანული რწმენა. ჯორჯის კარიერამ ისინი ჯერ ოქსფორდში წაიყვანა, სადაც ჟოზეფინმა ქალისათვის უჩვეულო და შეუძლებელი განათლება მიიღო.[4] 1852 წლის ნოემბერში ბატლერებს შეეძინათ ვაჟი, ჯორჯ გრეი ბატლერი, 1854 წლის მაისში კი არტურ სტენლი. ჟოზეფინის ოქსფორდის მოგონებები ძირითადად ქალთმოძულე საზოგადოებასთან იყო დაკავშირებული. იგი ხშირად ერთადერთი ქალი იყო სოციალურ შეკრებებზე.1857 წელს წყვილი ოქსფორდიდან კლიფტონში, ბრისტოლის მახლობლად გადავიდა მას შემდეგ, რაც ჯორჯ ბატლერი დაინიშნა ჩელტენჰემის კოლეჯის ვიცე-დირექტორად. 1857 წელს დაიბადა მათი მესამე ვაჟი ჩარლზი. [1] 1859 წლის მაისში ბატლერებს შეეძინათ მათი საბოლოო შვილი, ევანჯელინ მერი, რომელიც ევას სახელით არის ცნობილი. 1864 წლის აგვისტოში ევა კიბის მოაჯირიდან გადავარდნისას დაიღუპა. ამ ამბის შემდეგ ჟოზეფინი დეპრესიაში ჩავარდა და რამდენიმე წელი უძილობა აწუხებდა. ის მომხდარზე 30 წლის განმავლობაში ვერ საუბრობდა. თავის მწუხარებასთან გამკლავების მიზნით, ბატლერმა საქველმოქმედო საქმიანობა დაიწყო.

პოლიტიკური საქმიანობა რედაქტირება

 
ჯორჯ ბატლერი, ჟოზეფინის მეუღლე

1867 წელს ჯოზეფინ ბატლერი დაინიშნა ჩრდილოეთ ინგლისის ქალთა უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტად. შემდეგ წელს ჟოზეფინი ჩაერთო კამპანიაში, რათა დაერწმუნებინა კემბრიჯის უნივერსიტეტი, მეტი შესაძლებლობები მიეცა ქალი სტუდენტებისთვის. ამ კამპანიის შედეგად ჩატარდა ლექციები ქალებისთვის და მოგვიანებით შეიქმნა ნიუნჰემის კოლეჯი. 1869 წელს ჯოზეფინ ბატლერმა დაიწყო კამპანია გადამდებ დაავადებათა კანონის წინააღმდეგ. ეს აქტები შემოღებულ იქნა 1860-იან წლებში, შეიარაღებულ ძალებში ვენერიული დაავადების შემცირების მცდელობით. ბატლერმა ძირითადად გააპროტესტა კანონები, რომლებიც მხოლოდ ქალებს ეხებოდა. ბატლერს დიდი სიმპათიით იყო განწყობილი მეძავი ქალების მდგომარეობის მიმართ, რომლებიც, მისი აზრით, დაბალი შემოსავლისა და უმუშევრობის გამო მისდევდნენ ამ საქმიანობას. 1890 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ჟოზეფინმა დაწერა ჯორჯ ბატლერის მოგონებები (1892) და დიდი ჯვაროსნული ლაშქრობის პირადი მოგონებები (1896). ცხოვრების ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჟოზეფინა სუფრაჟისტების ეროვნული კავშირის მხარდამჭერი გახდა.[5]

გარდაცვალება და მემკვიდრეობა რედაქტირება

1901 წლიდან ბატლერმა დაიწყო საზოგადოებრივი ცხოვრებიდან წასვლა, თანამდებობის დატოვება და უფრო მეტი დროის გატარება დაიწყო ოჯახთან. 1903 წელს იგი გადავიდა ვულერში, ნორთუმბერლენდში, უფროს ვაჟთან ახლოს საცხოვრებლად. 1906 წლის 30 დეკემბერს იგი სახლში გარდაიცვალა და ახლომდებარე სოფელ კირკნიუტონში დაკრძალეს.[1] 2006 წელს, დურჰამის უნივერსიტეტს, მე-19 საუკუნის სოციალური რეფორმატორის, ჯოზეფინ ბატლერის სახელი ეწოდა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების შეხედულებებზე ქალთა ჯანმრთელობაზე და განათლებაზე.[6] ლონდონის ეკონომიკის სკოლის ქალთა ბიბლიოთეკაში ინახება ბატლერთან დაკავშირებული მრავალი კოლექცია. მათ შორისაა ქალთა ეროვნული ასოციაციის ნაშრომები, ჟოზეფინ ბატლერის წერილების კოლექცია; და ჯოზეფინ ბატლერის საზოგადოებრივი ბიბლიოთეკა, რომელიც შედგება საზოგადოების მიერ შეგროვებული წიგნებისა და ბროშურებისგან.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Wikipedia contributors. (2021, January 14). Josephine Butler. In Wikipedia, The Free Encyclopedia. Retrieved 14:05, March 10, 2021, from https://en.wikipedia.org/w/index.php?title=Josephine_Butler&oldid=1000233067
  2. http://www.bbc.co.uk/history/historic_figures/butler_josephine.shtml History/Josephine Butler (1828 - 1906)
  3. Walkowitz, J.  (2006, May 25). Butler [née Grey], Josephine Elizabeth (1828–1906), social reformer and women's activist. Oxford Dictionary of National Biography. Retrieved 10 Mar. 2021, from https://www.oxforddnb.com/view/10.1093/ref:odnb/9780198614128.001.0001/odnb-9780198614128-e-32214.
  4. https://www.english-heritage.org.uk/visit/blue-plaques/butler-josephine-butler/. EnglishHeritage
  5. https://spartacus-educational.com/Wbutler.htm SpartacusEducational
  6. https://www.dur.ac.uk/butler.college/. DurhamUniversity