ჟიკნოლაღის ხიდი
ჟიკნოლაღის ხიდი — ხიდი თურქეთში, ქალაქ ხოფაში, ხოფისწყლის მარცხენა შენაკად სუნდურაზე (ჟიკნოღალი) გადებულია მომცრო ზომის ხიდი. ის საკმაოდ კარგადაა შემონახული. თაღის გვერდითი საპირე ქვები ტრაპეციული მოყვანილობისანი არიან. ხიდს ერთგვარად არქაულობის იერი დაჰკრავს. იგი არ შეიცავს თაღის დამატებით ვიწრო სარტყელს, რაც თითქმის ყველა სხვა შემთხვევაში დასტურდება. სტატისტიკური მონაცემები: ხიდის სიგრძე — 6,5 მ., სიგანე — 2,25 მ., სიმაღლე წყლის ზედაპირიდან — 1,90 მ., ბურჯებს შორის მანძილი — 5,30 მ. თაღის ქუსლები ვერტიკალურ ბურჯებს ეყრდნობა. ამჟამად მათ მთლიანად ფარავს ეკალ-ბარდი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 66.