ჟანდირა ლუსია ლალია მარტინი (პორტ. Jandira Lúcia Lalia Martini; დ. 10 ივნისი, 1945, სანტუსი — გ. 29 იანვარი, 2024, სან-პაულუ) — ბრაზილიელი მსახიობი, პიესიების ავტორი, თეატრალური რეჟისორი და პროდიუსერი. მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა ტელენოველა კლონში შესრულებული ზორაიდეს როლით.

ჟანდირა მარტინი
მშობლიური სახელი Jandira Lúcia Lalia Martini
დაბადების თარიღი 10 ივნისი, 1945
სანტუსი
გარდაცვალების თარიღი 29 იანვარი, 2024
სან-პაულუ
გარდაცვალების მიზეზი ფილტვის კიბო
ეროვნება ბრაზილიის დროშა ბრაზილია
საქმიანობა მსახიობი, სცენარისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჟანდირა მარტინი დაიბადა 1945 წლის 10 ივნისს, სან-პაულუს შტატის ქალაქ სანტუსში, იუველირ ალფრედო ლალიას და მისი ცოლის ოჯახში. სამსახიობო კარიერა 1965 წელს დაიწყო პიესა „ქრონიკაში“ მონაწილეობით. 1967 წელს დაამთავრა სანტუსის კათოლიკური უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი და სწავლა სან-პაულუს უნივერსიტეტის დრამატული ხელოვნების სკოლაში განაგრძო. 1960-იან წლებში შედგა მარტინის დებიუტი ტელევიზიაში. თუმცა, პირველი გამორჩეული როლი 1987 წელს შეასრულა ტელესერიალში „როგორ გავთხოვდეთ სარფიანად“. 1980-იან წლებში მარტინმა თავად დაიწყო სცენარების წერა.

როგორც სატელევიზიო მსახიობი, მარტინი საუკეთესოდაა ცნობილი სერიალ „კლონში“ შესრულებული ზორაიდეს როლით. კლონის გამოსვლის შემდეგ, ის კიდევ უფრო მეტად პოპულარული გახდა ბრაზილიაში და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ეს სერიალი გავიდა.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

მარტინი დაქორწინებული იყო სცენარისტ მარკუს კარუზოზე, რომელთანაც ორი შვილი ჰყავდა.

გარდაიცვალა 2024 წლის 29 იანვარს, 78 წლის ასაკში. სიკვდილის მიზეზი ფილტვის კიბო გახდა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ტელევიზია

რედაქტირება
  • 1983 – Braço de Ferro
  • 1987 – Sassaricando – ტეოდორა აბდალა
  • 1990 – A História de Ana Raio e Zé Trovão – ვიტორია იმპერიალი
  • 1991 – O Fantasma da Ópera – მარიონ ლეიკ ფიცჯერალდი
  • 1994 – Éramos Seis – დონა ჟენუ
  • 1995 – Sangue do Meu Sangue – რებეკა
  • 1996 – Brava Gente – აუგუსტა მესინარი
  • 2001 – Os Maias – ეუჟენია სილვეირა
  • 2001 – კლონი – ზორაიდე
  • 2003 – A Casa das Sete Mulheres – დონა ანტონია
  • 2004 – A Diarista – დილმა
  • 2005 – ამერიკა – ოდალეია დი ოლივეირა
  • 2007 – Amazônia, de Galvez a Chico Mendes – დონანა
  • 2007 – Desejo Proibido – დონა გუარა
  • 2009 – Caminho das Índias – პუჟა
  • 2010 – Escrito nas Estrelas – ჟილდეტი
  • 2011 – Morde & Assopra – სალომე დი სოუზა
  • 2012 – Salve Jorge – ფარიდი
  • 1990 – Uma Escola Atrapalhada – დონა ალმა
  • 2004 – ოლგა – სარა[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Welcome to nginx. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 13 July 2012