კონდაკი
(გადამისამართდა გვერდიდან ჟამისწირვა)
კონდაკი (ანუ იერატიკონი, ჟამისწირვის წიგნი) — ლიტურგიკული წიგნი, რომელშიც წარმოდგენილია წირვის წესი. წირვის რამდენიმე რედაქცია არსებობდა ქრისტიანულ ლიტურგიაში. ერთ-ერთი იყო მოციქულთა ლიტურგია — აღმოსავლეთის ეკლესიაში მიღებული და გავრცელებული, მეორე — კონსტანტინოპოლური/ბიზანტიური (ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირისა). ჩვენში ორივე რედაქცია იყო თარგმნილი. X საუკუნემდე უფრო იაკობის ლიტურგია იყო ხმარებაში, ქართველები XI საუკუნიდან ბიზანტიურ ლიტურგიაზე გადავიდნენ.