ჟაკ კარტიე (ფრანგ. Jacques Cartier; დ. 31 დეკემბერი, 1491 — გ. 1 სექტემბერი, 1557) — ფრანგი მოგზაური, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩრდილოეთ ამერიკის ფრანგულ კოლონიზაციას.

ჟაკ კარტიე

ფრანსუა I-ის დავალებით კარტიე ახალ სამყაროში გაემგზავრა და 1534 წელს ლაბრადორის ნაპირებს მიაღწია, 1535 და 1541 წლებში პირველმა ევროპელთაგან გაცურა წმ. ლავრენტის მდინარეზე. კაბოტსა და შამპლენთან ერთად კანადის ერთ-ერთი პირველაღმომჩენად ითვლება. კარტიემ ურთიერთობა დაამყარა ლავრენტის იროკეზების თემთან, რომელთა ენიდან სიტყვა კანადა (სოფელი) გახდა ამ ტერიტორიის და შემდგომში ქვეყნის სახელწოდება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება