პუჩენის ბრძოლა
პუჩენის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
უნგრეთის ევროპაში შემოსევების ნაწილი | |||
პუჩენის ბრძოლა | |||
თარიღი | 919 წელი | ||
მდებარეობა | ქალაქი პუჩინი | ||
შედეგი | უნგრელთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
პუჩენის ბრძოლა (919 წელი) — უნგრეთის ევროპაში შემოსევის ერთ-ერთი დიდი ბრძოლა. რომელიც მოხდა გერმანიასა და უნგრელ ხალხს შორის, გერმანიას მეთაურობდა ჰაინრიხ I ფრინველმჭერი. უნგრეთის შემოსევების წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდნენ ისეთი ქვეყნები როგორიცაა; აღმოსავლეთ ფრანკია, დასავლეთ ფრანკია, ბურგუნდია და იტალიის სამეფო. უნგრელებმა ამ ბრძოლაში დიდი გამარჯვება მოიპოვეს, გერმანიის და ბურგუნდიის წინააღმდეგ.
წყარო
რედაქტირებამერსბურგის ტიტმარის ქრონიკონს აქვს ერთადერთი ცნობა ამ ბრძოლის შესახებ. გარდა ამისა, სხვა მატიანეებში აღწერილია უნგრული კამპანია საქსონიის წინააღმდეგ: Antapodosis, seu rerum per Europam gestarum, დაწერილი ლიუტპრანდ კრემონელის მიერ, Annales Corbeienses და ა.შ.
წინაპირობა
რედაქტირება907 წელს პრესბურგში დამარცხებამ, გამოიწვია ლუიტპოლდისა და ბავარიული ელიტის დიდ ნაწილის სიკვდილი. ბავარიის ახალი ჰერცოგი, არნულფი, ცდილობდა უნგრელებთან დაედო ზავი და მზად იყო მათთვის ხარკი ეძლია. ასევე, ნებას რთავდნენ უნგრელებს, ჯარით გადაელახათ მისი მიწები და როდესაც დახმარება დასჭირდებოდათ ჯარით მიეშველებოდა. 914 წელს, აღმოსავლეთ ფრანკიის მეფემ კონრად I განდევნა არნულფი საჰერცოგოდან, ოჯახთან ერთად გაიქცა ბულგარეთში, 917 წელს კი, მაგიარის დახმრებით დაიბრუნა ტახტი. ამ დროს კი, უნგრელები განაგრძობდნენ დასავლეთისკენ წინსვლას, მათ დაიპყრეს და გადაწვეს ქალაქი ბაზელი. ეს ქალაქი რამდენიმე თვით ადრე კონრადმა წაართვა არნულფს და მის მოკავშირეებს. კონრადი იყო უნგრელების მტერი, ის ცდილობდა მათთან დაპირისპირება, კონრადმა, დაარღვია ალიანსი რომელიც მის დედინაცვალთან ჰქონდა დადებული(ის დაქორწინებული იყო არნულფის დედა კუნიგუნდეზე), მაგრამ ის აძლევდა ნებას უნგრელებს გადაელახათ საზღვარი ჯარით და მტერს დაპირისპირებოდნენ. მას შემდეგ, რაც არნულფი ოჯახთან ერთად დაბრუნდა და ტახტი დაიბრუნა, კონრადმა კვლავ შეუტია ბავარიას, მაგრამ ბრძოლაში დამარცხდა და დაიჭრა არნულფის მიერ, ის გარდაიცვალა 918 წლის 23 დეკემბერს.[1] კონრად I-ის გარდაცვალების შემდეგ, არნულფს, რომელსაც ეხმარებოდა ბურჩარდ II, შვაბიის ჰერცოგი, იმედოვნებდა, რომ ის შეიძლებოდა აერჩიათ აღმოსავლეთ საფრანგეთის მეფედ, მაგრამ საბოლოო შურისძიების მიზნით, მეფემ სიკვდილის წინ დანიშნა ჰენრი, საქსონიის ჰერცოგად.
პრელუდია
რედაქტირებაისტორიკოსები თანხმდებიან, რომ უნგრეთის კამპანია 919-920 წლებში დაიწყო არნულფის შურისძიების წყურვილით, რადგან ჰენრი ფაულერი აირჩიეს გერმანიის მეფედ და არა ის. ლიუტპრანდ კრემონელი წერს, რომ კამპანიის მიზეზი იყო ის რომ ახალ მეფეს აიძულეს ხარკის გადახდა, ხოლო ყველაზე დამაჯერებელი ინსტრუმენტი მის დასარწმუნებლად იყო ჯარი. ლიუტპრანდი წერს იმ ფაქტს, რომ კონრად I-მა ხარკი გადაუხადა უნგრელებს (თუმცა, ეს ინფორმაცია არ იყო გამყარებული სხვა თანამედროვე წყაროებით) და უნგრელებს სურდათ, რომ მეფე ჰენრისაც გადაეხადა ხარკი. გარდა ამისა, იგივე მემატიანეები ბავარიელების, შვაბიელების, ფრანკიელებისა და საქსების ხარკის გადახდის სწორედ ამ პერიოდზე საუბრობენ, რომელიც 910 წლიდან იწყება. ამიტომ უნგრელებს სურდათ გაეგოთ, გაგრძელდებოდა თუ არა გერმანელებისგან ხარკის მიღება. უნგრელებს ეშენიოდათ იმის რომ მეფეს შეეძლო გააერთიანებინა მტრები მათ წინააღმდეგ.
ბრძოლა
რედაქტირებასაქსონიაში ჰენრის არმია დაუპირისპირდა უნგრელებს. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ბრძოლის დეტალური ცნობა ტიტმარის ქრონიკონიდან (ერთადერთი თანამედროვე წყარო, რომელიც აღნიშნავს ბრძოლას), სადაც ნათქვამია მხოლოდ, რომ მეფე ჰენრის სურდა მათი შეჩერება პუჩენში, მაგრამ დამარცხდა და ძლივს გადაირჩინა სიცოცხლე.
თუმცა, მეორად წყაროს შეუძლია განგვანათლოს ბრძოლის ზოგიერთი ასპექტის შესახებ. ლიუტპრანდი კრემონელი, აღწერს 933 წელს გამართულ რიადის ბრძოლას, რომელშიც იგივე მეფე ჰენრიმ დაამარცხა უნგრელები, წერს მეფის მიერ წარმოთქმულ სიტყვას, რომელიც უთხრა თავის ჯარისკაცებს. ჰენრიმ თავის კავალერიას დაავალა შეტევა უნგრებზე ერთი უწყვეტი ხაზით, ცხენოსნებს უნდა სჭეროდათ ფარი ისრებისგან თავის დასაცავად, შემდეგ კი მწყობრის გარეშე უნდა გადუსილყვნენ შეტევაზე. ამგვარად უნგრელი მშვილდოსნები ფუნქციას დაკარგავდნენ და გერმანული მძიმე კავალერია მსუბუქად შეჯავშნულ მიდიარებს დაამარცხებდნენ. ამ მიზეზით, ჰენრიმ თავის კავალერიას უბრძანა ერთიანი მწყობრით შეეტია მათთვის, რადგან მან შეძლო და ბულგარელების პირველი შეტევა უკუაგდო და სურდა მანამ შეეტია სანამ გადაჯგუფებას მოახერხებდნენ. გერმანელების ამ ადრეულმა თავდასხმამ, მათ ომში უჩვეულო შეტევამ, თავიდან აიცილა უნგრელების მშვილდოსნების მიერ შესაძლო გამოწვეული მძიმე დანაკარგები ხანგრძლივ ბრძოლაში, ასევე მათ შეძლეს მწყობრის შენარჩუნება, ხოლო უნგრელების მსუბუქად შეიარაღებული ჯარი ვერ ახერხებდა გერმანელების შეჩერებას. ეს გვიჩვენებს, რომ 933 წელს ჰენრი ფაულერს ჰქონდა ღრმა ცოდნა უნგრელების მომთაბარე ომის ტაქტიკის შესახებ, რომელიც ეფუძნებოდა მტრის საბრძოლო პოზიციის არევას, შემდეგ კი არეული ჯარის ისრებით ჩაცხრილვა. ამ ცოდნის მიღება მას მხოლოდ უნგრელების წინააღმდეგ გამართული ბრძოლებიდან შეეძლო. წყაროების მიხედვით, ბოლო ბრძოლა, რომელიც მან მათ წინააღმდეგ ჩაატარა, იყო რიადის ბრძოლა.
ამ მეორად წყაროზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პუჩენის ბრძოლაში უნგრელებმა გამოიყენეს თავიანთი ყველაზე ცნობილი საომარი ტაქტიკა: უნგრეთის არმიას ჰყავდა დანაყოფები, რომლებიც უტევდნენ და ესროდნენ შორიდან გერმანულ ხაზებს. ერთ მომენტში თავდამსხმელმა უნგრულმა შენაერთებმა თითქოს უკან დაიხიეს და გერმანელები მათ უკან გაჰყვნენ და მიიყვანეს იმ ადგილას სადაც უნგრელების მთავარი არმია ელოდებოდათ. მას შემდეგ, რაც მათ ყველა მხრიდან ისრების სროლა დაუწყეს, უნგრელებმა საბოლოოდ დაასრულეს სამუშაო ახლო ბრძოლაში თავიანთი ხმლებითა და შუბებით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეფე ქალაქ პუჩენში გაიქცა. გაქცევის გამო მან პუჩენელებს დიდი პრივილეგიები მიანიჭა, რაც ყველაზე დიდი იყო ქვეყანაში და გარდა ამისა, საჩუქრებიც გადასცა. ეს დიდი პრივილეგიები და მდიდარი საჩუქრები აჩვენებს, რომ მეფე ჰენრის სიკვდილის დიდი საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ მისი დამარცხება და დანაკარგები მძიმე უნდა ყოფილიყო. Annales Corbeienses-დან ვიცით, რომ ბრძოლის შემდეგ უნგრელებმა „სასტიკად გაძარცვეს საქსონია“. ჩვენ არ ვიცით, მოჰყვა თუ არა ამ ბრძოლას სხვა შედეგები, მაგალითად, გერმანიის მეფისგან ხარკის გადახდის განახლება. თუმცა, 924 წელს, საქსონიაში მორიგი ლაშქრობის შემდეგ, როდესაც მეფეს, ჯერ კიდევ ახსოვდა პუჩენთან მარცხი და მისი ძალები შესუსტებული იყო, გადაწყვიტა ვერლას ციხესიმაგრეში გაქცევა. მოგვიანებით, მნიშვნელოვანი უნგრელი პრინცის ან მეთაურის შემთხვევით ჩავარდნამ გერმანელების ხელში აიძულა მადირები ჰენრისთან მოლაპარაკებისკენ, რის შემდეგაც დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლითაც მეფე დათანხმდა ხარკის გადახდას მაგიარებისთვის ცხრა წლის განმავლობაში. მოგვიანებით, გერმანელებმა, უნგრელების პრინცი ან მეთაური ხელთ იგდეს და დაითანხმეს მოლაპარაკებებზე წასვლა, რის შედეგადაც შეთანხმდნენ რომ მეფე ჰენრი ხარკს გადაიხდიდა 9 წლის განმავლობაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლიუტპრანდ კრემონელის ანტაპოდოზი. Györffy György-ში: A magyarok elődeiről és a honfoglásról; ოსირის კიადო, ბუდაპეშტი, 2002 გვ. 217-218
- როიტერი, ტიმოთე. გერმანია ადრეულ შუა საუკუნეებში 800–1056 წწ. New York: Longman, 1991., გვ. 129-130 წწ
- "Reuter, Timothy 1991. გვ. 129-130">Reuter, Timothy. გერმანია ადრეულ შუა საუკუნეებში 800–1056 წწ. New York: Longman, 1991., გვ. 129-130
- ლიუტპრანდ კრემონელის ანტაპოდოზი. In Györffy György, 2002 გვ. 217
- Györffy György 2002 გვ. 214 კრემონელის ლიუტპრანდის ანტაპოდოზიდან
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "Bóna István 2000 p. 38"