ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პულტენის ხიდი (ინგლ. Pulteney Bridge), მდებარეობს მდ. ავონზე, ბათში, ინგლისი. აიგო 1773 წელს. პროექტის ავტორია რობერტ ადამი. ეს არის ერთ-ერთი იმ ოთხი ხიდიდან მსოფლიოში, რომელსაც მთელ პერიმეტრზე მაღაზიები აქვს ჩამწკრივებული (ყვავილების, ანტიკური რუკების მაღაზიები და ხილის წვენების ბარი).

პულტენის ხიდი, ბათი.

ხიდს სახელი ფრენსის პულტენის ჰქვია. ეს უკანასკნელი ბათუიკის მამულის მემკვიდრე იყო მდინარის მეორე მხარეს ბათიდან. ბათუიკი მცირე სოფელი იყო, თუმცა ფრენსისის მეუღლე უილიამ ჰონსტოუნი მასში დიდ პოტენციალს ხედავდა. მან შექმნა გეგმა ამ ადგილას ახალი ქალაქის მშენებლობისთვის, რომელიც ისტორიული ბათის გარეუბანი უნდა გამხდარიყო. ამისთვის მას არსებულ ბორანზე უკეთესი კავშირი სჭირდებოდა, შესაბამისად გაჩნდა ეს ხიდიც.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პულტენის_ხიდი“-დან