ბერჟერაკის ხელშეკრულება
(გადამისამართდა გვერდიდან პუატიეს ედიქტი)
ბერჟერაკის ხელშეკრულება, პუატიეს ედიქტი — სამშვიდობო ხელშეკრულება საფრანგეთის მეფე ანრი III ვალუასა და ჰუგენოტებს შორის. ხელი მოაწერეს ბერჟერაკში 1577 წლის 14 სექტემბერს, ხოლო 17 სექტემბერს მას ხელი მოაწერეს ჰუგენოტებმა და შევიდა ძალაში. ხელშეკრულების შედეგად დასრულდა საფრანგეთის რელიგიური ომების მეექვსე პერიოდი. ამ ხელშეკრულებით შეიცვალა ბოლიეს ედიქტის პირობები, რომლებიც პროტესტანტებისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იყო. ხელშეკრულების თანახმად ჰუგენოტებს მიენიჭათ კულტის შეკვეცილი თავისუფლება.
ბერჟერაკის ხელშეკრულება
| |
---|---|
ხელი მოეწერა | 14 სექტემბერი, 1577 |
ძალაში შევიდა | 17 სექტემბერი, 1577 |
ხელი მოაწერეს | საფრანგეთი ჰუგენოტები |
რატიფიკაცია | 17 სექტემბერი, 1577 |
ენა | ფრანგული |