პტეროდაქტილისნაირნი

პტეროდაქტილისნაირნი (ლათ. Pterodactyloidei), იურულ და ცარცულ პერიოდებში მცხოვრებ ამომწყდარ ქვეწარმავალთა რიგი. შეგუებული იყვნენ ჰაერში ფრენას. ცნობილია დასავლეთ ევროპიდან, აღმოსავლეთ აფრიკიდან და ამერიკიდან. რუსელთში ნაპივნია ვოლგისპირეთში. პტეროდაქტილისნაირთათვის დამახასიათებელია წაგრძელებული, მსუბუქი ქალა, წაგრძელებული კისრის მალები, მასიური, ფართო და ძლიერი ფრთები, მოკლე კუდი. სხეულის ზომა მერყეობდა ბეღურას ზომის წვრილი ფორმებიდან გიგანტურ პტერანოდონამდე. წვრილი ფორმები იკვებებოდნენ მწერებით, მსხვილები — თევზებითა და წყლის სხვა ორგანიზმებით.

Gnathosaurus macrurus

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 8, გვ. 224, თბ., 1984