პროკოპი მღვდელი
პროკოპი მღვდელი, ქართველი მთარგმნელი, რომელსაც ეფრემ მცირის ცნობით, ბერძნულიდან ქართულად გადმოუღია ბასილი დიდის „ასკეტიკონი“ („სამოღვაწეო წიგნი“). ზოგი მკვლევარი მას XI საუკუნის II ნახევრის მოღვაწედ თვლის, ზოგი უფრო ადრინდელ მწერლად. კორნელი კეკელიძის აზრით, პროკოპი მღვდლის თარგმანი დაცულია „ასკეტონის“ A-63 ხელნაწერში (ე. ხინთიბიძის აზრით — sin-35 ხელნაწერში). ეს თარგმანი XI საუკუნეშიც ძნელად ხელმისაწვდომი ყოფილა: ეფრემ მცირეს იგი 12 წლის განმავლობაში ვერ მოუპოვია და „ასკეტიკონი“ ხელახლა გადმოუქართულებია ბერძნულიდან.
ლიტერატურა
რედაქტირება- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
- ხინთიბიძე ე., ბასილი კაპადუკიელის „სამოღვაწეო წიგნის“ ქართული რედაქციები, თბ., 1968;
- მისივე, ბიზანტიუ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობანი, თბ., 1969;
- ლოლაშვილი ი., ქსე, ტ. 8, გვ. 200, თბ., 1984