პრინკიპოს ბერძნული ობოლთა თავშესაფარი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პრინკიპოს ობოლ ბავშვთა თავშესაფარი — ისტორიული 20,000 კვადრატულ მეტრიანი ხის შენობაა ბუიუქადაზე, პრინცის კუნძულები ერთ-ერთზე, სტამბოლის სანაპიროზე (თურქეთი), მარმარილოს ზღვაში. პრინკიპოს თავშესაფარი ევროპაში უდიდესი ხის შენობაა, მსოფლიოში კი მეორე ადგილი უჭირავს. ის 1903-დან 1964 წლამდე მოქმედებდა, როგორც ობოლ ბავშვთა თავშესაფარი.

პრინკიპოს ბერძნული ობოლთა თავშესაფარი
Prinkipo Rum Yetimhanesi
ზოგადი ინფორმაცია
სტატუსი მძმედ დაზიანებული
შენობის ტიპი ხის შენობა
ქვეყანა თურქეთი
ქალაქი ბუიუქადა
განახლების ღირებულება 65 მილიონი ევრო
ზღვის დონიდან 206 მეტრი
დაიწყო 1898
არქიტექტორ(ებ)ი ალექსანდრე ვალაური
მთავარი კონტრაქტორი ალექსანდრე ვალაური
განმაახლებელი ინჟინერი ალექსანდრე ვალაური
განმ. სტრუქტურის ინჟინერი ალექსანდრე ვალაური

პრინკიპოს თავშესაფრის პროექტი შექმნა და შენობა ააგო ფრანგულ-ოსმალური წარმომავლობის არქიტექტორმა, ალექსანდრე ვალაურმა 1898 წელს. ამ შენობის თავდაპირველი ფუნქცია იყო კაზინო და უმაღლესი კლასის სასტუმრო და მას ერქვა პრინკიპოს სასახლე. ის აშენდა „Compagnie Internationale des Wagons-Lits“-თვის. ის გაიყიდა 1903 წელს, როცა სულთანი აბდულჰამიდ II არ ადასტურებდა ამ ოპერაციას, პრინკიპოს სასახლე შეიძინა ბერძენი ბანკირის ცოლმა, ელენი ზარიფიმ და შემდეგ გადასცა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, რის შემდეგაც მათ ეს შენობა ობოლთა თავშესაფრად აქციეს. 1964 წლის 21 აპრილს, კვიპროსის კონფლიქტის დროს ადგილობრივ ბერძენთა დევნის გამო, თავშესაფარი მთლიანად დაიხურა. 1997 წელს ის ჩამორთმეულ იქნა თურქეთის მიერ. არსებობის მანძილზე ამ თავშესაფარში იცხოვრა 5,800-მა ობოლმა ბავშვმა.

პრინკიპოს თავშესაფარი ევროპაში უდიდესი ხის შენობაა, მსოფლიოში კი მეორე ადგილზეა ზომით, ტოდაი-ძის შემდეგ. თავშესაფარში იყო ჯამში 206-მდე ოთახი, სამზარეულო, ბიბლიოთეკა, სკოლა და სახელოსნო. ის იდგა ისა ტეპესის მთაზე, რომელიც 206 მეტრითაა დაშოებული ზღვის დონიდან და ეს მთა ბუიუქადაზე მდებარეობს.

დანგრევა და რესტავრაცია

რედაქტირება

მას შემდეგ რაც შენობა დაიხურა (დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ), ის დღემდე მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია. 1980 წლის ხანძრის შემდეგ ის ძლიერ დაზიანდა.

2012 წელს თურქეთის ხელისუფლებამ ბავშვთა სახლი ბერძნულ თემს დაუბრუნა. თემი ჩიოდა, რომ სახელმწიფომ შენობა არ დაუბრუნა იმ ფორმით, როგორშიც თავდაპირველად იყო, ჩამორთმევის დროს. უახლესმა კვლევებმა ყოველგვარი ეჭვის გარეშე გამოავლინა, რომ მილიონობით ევრო იქნება საჭირო ბავშვთა სახლის აღსადგენად და 2000 ყველაზე შეძლებული ბერძენისთვისაც კი ამ ხარჯების დაფარვა შეუძლებელი იქნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, 65 მილიონი ევრო იქნებოდა საჭირო ბავშვთა სახლის ფეხზე დასაყენებლად.

2018 წელს ევროპა ნოსტრამ და ევროპის საინვესტიციო ბანკმა ბავშვთა სახლი შეიტანა 12 კულტურულ მემკვიდრეობათა შორის, რომლებიც ნომინირებულია შვიდი ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის სიაში. იმავე წელს კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა თურქეთის მთავრობას დახმარება სთხოვა შენობის დაცვაში, მაგრამ საპროცესო იმ დროს მოვიდა, როდესაც ახალი დაძაბულობა ჩამოყალიბდა საბერძნეთსა და თურქეთს შორის მთელი რიგი საკითხების გამო, მათ შორის კი იყო სტამბოლში ბიზანტიური და ბერძნული მემკვიდრეობის დაცვა.

2023 წლის მაისში დაგეგმილია სკოლის აღდგენის ტენდერი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება