პრეეაკულატი
(გადამისამართდა გვერდიდან პრექამი)
პრეეაკულატი (ასევე ცნობილია, როგორც პრეეაკულატორული სითხე, კუპერის სითხე და „პრექამი“; ინგლ. Pre-cum) — გამჭვირვალე, უფერო, ბლანტი სითხე, რომელიც სექსუალური აღგზნების დროს პენისის შარდსაწვეთიდან გამოიყოფა. შემადგენლობის მხრივ ის სპერმის მსგავსია, თუმცა აქვს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. სითხეში სპერმატოზოიდების შემცველობა ცვალებადია ძალიან დაბლიდან ნულოვანამდე. პრეეაკულატი ლუბრიკანტისა და მჟავას გამანეიტრალებლის როლს ასრულებს.