პრეტიბიალური მიქსედემა
პრეტიბიალური მიქსედემა (მიქსოედემა (UK), ასევე ცნობილია როგორც, გრეივსის დერმოპათია, თიროიდული დერმატოპათია,[1] ჯადასონ-დოზეკერის დაავადება ან მიქსოედემა tuberosum) არის ინფილტრაციული დერმოპათია, გრეივსის დაავადების[2] იშვიათი გართულება. სიხშირე გრეივსის დაავადებიან პაციენტებში 1-5 %.
გამოვლინება
რედაქტირებაის ჩვეულებრივ გამოვლინდება თავისით, როგორც ცვილი, კანის გაუფერულებით და გამკვრივებით — კლასიკური აღწერილობით მას ეწოდება — ფორთოხლის ქერქი, ქვედა კიდურის წინა ზედაპირზე, ვრცელდება ტერფის დორსალურ ზედაპირამდე, არა სიმსივნური ედემა კანის სხვა და სხვა ადგილას.[3] გავრცელებულ შემთხვევებში, ის შეიძლება გავრცელდეს ტორსზე, ზედა კიდურებზე, სახეზე, კისერზე, ზურგზე, მკერდზე და ყურებზე.
დაზიანებები, როგორც ცნობილია ძალიან ნელა იკურნება. მალამოს წასმით დაზიანებულ ადგილას მსუბუქდება წვის შეგრძნება და ტკივილი. იგი ზოგჯერ თან ერთვის არა-ტოქსიკურგრეივსის დაავადებას, ჰაშიმოტოს თიროიდიტს და stasis dermatitis-ს. შრატი შეიცავ მოცირკულირე ფაქტორებს, რომლებიც ასტიმულირებს ფიბრობლასტებს გაზარდოს გლიკოზამინოგლიკანების სინთეზი.
რისკ ფაქტორები
რედაქტირებაარსებობს სამედიცინო ლიტერატურაში ასეთი მოსაზრება რომ, გრეივსის დაავადების დროს ჰიპერთირეოდიზმის შემთხვევაში რადიოაქტიური იოდით მკურნალობა არის გამშვები მექანიზმი პრეტიბიალური მიქსედემის [4] განვითარებაში. გრეივსის ოთალმოპათიას და პრეტიბიალურ მიქსედემას აქვთ განვითარების ერთი და იგივე მექანიზმი.[5]
სხვა გამშვები მექანიზმი ოფთალმოპათიის მოიცავს თირეოიდული ჰორმონების დისბალანსს, თამბაქოს წევას, მაგრამ ამ ფაქტორებს, როგორც კვლებებით დამტკიცდა აქვთ მცირე დამამტკიცებელი საფუძველი პრეტიბიალური მიქსედემის განვითარებაში.
დიაგნოზი
რედაქტირებაბიოფსიით დაზიანებულ კანში ვლინდება მუცინი დერმაში. ის არ იზრდება ფიბრობლსტებში. დროთა განმავლობაში შესაძლოა განვითარდეს მეორადი ჰიპერკერატოზი. ბევრ პაციენტს აღენიშნება თანა არსებული stasis dermatitis. ელასტიური ლაქები გამოვლინდება შემცირებით ელასტიურ ქსოვილში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Schwartz, K. M.; Vahab Fatourechi; Debra D. F. Ahmed; Gregory R. Pond (1 February 2002).
- ↑ Prajapati VH, Mydlarski PR (March 2008).
- ↑ Rongioletti F, Rebora A (2007).
- ↑ Harvey, R. D.; Metcalfe, R. A.; Morteo, C.; Furmaniak, W.; Weetman, A. P.; Bevan, J. S. (1 June 1995).
- ↑ PEACEY, S.R.; FLEMMING, L.; MESSENGER, A.; WEETMAN, A.P. (1 February 1996).