პრანკი
პრანკი (от ინგლ. prank — ოხუნჯობა, ხუმრობა) — სატელეფონო ხულიგნობის ნაირსახეობა. როგორც წესი, ასეთი ხულიგნობის მოყვარულები (პრანკერები) ანონიმურად ურეკავენ რომელიმე ადამიანს და ხუმრობების მეშვეობით ცდილობენ, აიძულონ ეს ადამიანი, მათ მიმართ გამოიყენოს არანორმატიული ლექსიკა ან უბრალოდ თქვას ისეთი ფრაზა, რომელიც შემდგომში შეიძლება იქცეს დაცინვის მიზეზად. თანამედროვე პრანკერები, როგორც წესი, ასეთ ზარებს იწერენ, ხოლო ჩანაწერებს ანთავსებენ ინტერნეტ-ქსელში.