პორტ-კატონის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია

პორტ-კატონის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუს. Церковь Покрова Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი აზოვის რაიონის სოფელ პორტ-კატონში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1900-1937 წლებში.

პორტ-კატონის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
პორტ-კატონის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია — რუსეთი
პორტ-კატონის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა პორტ-კატონი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1900-1937
გარე სურათები
პორტ-კატონის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, აზოვის რაიონი, სოფელი პორტ-კატონი, ცენტრალური ქუჩა № 10.

ისტორია რედაქტირება

XIX საუკუნის შუა წლებში, როსტოვის ოლქის აზოვის რაიონის სოფელ პორტ-კატონში ააგეს ეკლესია მოციქულთასწორის კონსტანტინესა და ელენეს სახელზე. დროთა განმავლობაში ეკლესია დაძველდა და იგი შეცვალეს XX საუკუნის დასაწყისში.

1938 წელს პორტ-კატონის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია დახურეს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, გერმანელთა მიერ სოფლის ოკუპაციის პერიოდში, 1942 წელს პორტ-კატონის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია კვლავ გახსნეს. ომის შემდეგ 1945 წელს სოფლის მორწმუნეებს გადასცეს სამლოცველო სახლი, აგებული 1913 წელს და პატარა ნაგებობა, რომელშიც ომამდე მუშაობდა კავშირგაბმულობის განყოფილება. 1962 წლის დასაწყისში სოფელ პორტ-კატონის სამლოცველო სახლი ჩამოართვეს მრევლს. 1962 წლის მარტში როსტოვის ოლქის აღმასკომმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება სამლოცველო სახლის ლიკვიდაციის შესახებ.

ღვთისმშობლის კვართის მრევლი სოფელში კვლავ დარეგისტრირდა 1995 წელს და რეგისტრაციის გასვლის შემდეგ კვლავ დარეგისტრირდა 2006 წელს.

ამჟამად ეკლესიას უჭირავს თევზმრეწვის ყოფილი შენობა. ეს შენობა მრევლს გადაეცა უფასოდ.

ეკლესიის წინამძრVრები იყვნენ ნიკოლოზ კარტიშენკო (1995-2004 წწ.), ნიკოლოზ კრავჩენკო (2004-2005 წწ.), როსტისლავ საღინაშვილი (2005-2007 წწ.), ხოლო 2013 წლიდან წინამძღვარია მღვდელმონაზონი ვასილი ლაპკო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება