პორტალი განხილვა:ფერი
ყველაფერში ღია და სადა ფერები მომწონს, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა ფერადი პორტალი ხომ არ ჯობია? რაღაც ძალიან შავ-თეთრია. —დათო 16:14, 18 დეკემბერი 2008 (UTC)
- (P.S. საჭიროა ეს პორტალი?) —დათო 16:16, 18 დეკემბერი 2008 (UTC)
P.S.-ზე მეც ვიფიქრე. სტატიები საკმარისია, რომლებიც კატეგორიაში მოიყრის თავს.--ცანგალა (გ) 16:36, 18 დეკემბერი 2008 (UTC)
ცოტა დამაცადეთ. საახალწლოდ სიურპრიზს ვამზადებ. იმედია მოგეწონებათ. პორტალი საჭიროა! პ.ს. დამაცადეთ ახალ წლამდე. თუ პორტალი არ მოგეწონებათ, თვითონ გავანადგურებ!--გიორგიმელა 19:28, 18 დეკემბერი 2008 (UTC)
მგონი კარგია ეს იდეა. აი მე მომწონს პორტალები ფერებზე, მუსიკაზე, ხელოვნებაზე, ეს ჩვენი სიცოცხლის განუყოფელი ნაწილებია და ეს საჭიროა. პლიუს ჩვენი ვიკიპედია მგონი ულამაზესია. იმიტომ რომ მგონი მარტო ჩვენ გვაქვს ესეთი ძალზედ „ბანერიანი“ პორტალები, რაც მომწონს, რატომ არ გავაგრძელოთ ეს ტრადიცია და არ დატოვოთ ეს პორტალი. ძალიან კარგია. ლამაზია. საჭიროა. ამაზე კარგი კიდე რა უნდა იყოს.
- პლიუს გიორგიმელა იწვალა. და ეს ყველაზე მთავარია. იმუშავა, იშრომა. ამიტომ ადამიანის შრომა უდა შეფასდეს. ანუ არ უნდა წაიშალ;ოს და როგორც პორტალი:იეზიდები არ უნდა აიყაროს.--თეიმურაზი (განხილვა) 20:00, 18 დეკემბერი 2008 (UTC)
- იმედია ამ ჩემს ნათქვამს იეზიდებისნაირი განხილვა არ მოჰყვება :). რა თქმა უნდა ლამაზია, მშვენიერია, თვალს "აწყნარებს" შეიძლება... შეიძლება ავტორმაც ბევრი იშრომა და ამ შრომას ვხედავთ კიდეც... მაგრამ პორტალი ცოტა სხვა რამეა... ჩვენს ვიკიპედიაში პორტალმა ლამაზად გაფორმებული, "თვალის მოსატყუებლად" შელამაზებული გვერდის დატვირთვა მიიღო... პორტალი არის სანავიგაციო გვერდი, საიდანაც გადადიხარ კონკრეტულ სტატიებზე ან კატეგორიებზე... რა თქმა უნდა ბანერებით ლამაზად თუ იქნება გაფორმებული, კარგია და მეც მომწონს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ფერზე სტატიები არა გვაქვს და რისი სანავიგაციო გვერდი უნდა იყოს? თუ შეიქმნება ფერზე სტატიები, პრობლემა არაა. გიორგის შრომას ვხედავთ და ვაფასებთ. —დათო 10:59, 19 დეკემბერი 2008 (UTC)
პორტალი შეიძლება ასევე იყოს სასტარტო წერტილი, საიდანაც წამოვა ახალი სტატიები. --გიორგიმელა 11:11, 19 დეკემბერი 2008 (UTC)
- კი ბატონო, თუ გაქვს ფერზე ინფორმაცია ბევრი, პრობლემა არაა. —დათო 11:37, 19 დეკემბერი 2008 (UTC)