პორტალი განხილვა:რაგბი

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Lukakhim

მიმაშნია რომ მიზან შეწონილია მოხდეს რაგბიზე გადამისამართება, რაც ბევრს გაუადვილებს ძებნას.ჭანო 01:09, 15 თებერვალი 2007 (UTC)პასუხი

რახან ოფიციალურად "რაგბი"-ს ხმარობენ და არა "რეგბი"-ს (საქართველოს რაგბის კავშირი), სტატია (ანდა ამ შემთხვევაში პორტალი) სახელზე "რაგბი" უნდა იყოს. "რეგბი"-დან "რაგბი"-ზე გადამისამართების გაკეთება შეიძლება. - Island 08:52, 15 თებერვალი 2007 (UTC)პასუხი

(მომხრე) -რაგბი- ჭანო 09:27, 15 თებერვალი 2007 (UTC)პასუხი

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია (ტ. 8 გვ. 323) წერია რეგბი (ინგლისის ქალაქ რეგბის (Rugby) სახელის მიხედვით)... ასე იწყება ტექსტი. შეიძლება რუსულიდან შემოვიდა, რადგან რუსულშიც რეგბი არის. საქართველოში შეიძლება რაგბს ხმარობენ (რამდენად მართებულია?). ინგლ. u ქართულში იკითხება როგორც , იუ, , (Churchil, Ogburn, Burbank). აქედან გამომდინარე მე მომხრე ვარ, რომ გადამისამართება გაკეთდეს რაგბიდან რეგბზე. სხვების აზრსაც დაველოდოთ. ისე ეს პორტალი წასაშლელია. Zangala 09:47, 15 თებერვალი 2007 (UTC)პასუხი

მე მგონი, რომ ისე უნდა დაიწეროს, როგორც ქართულშია მიღებული(რაგბი) და გადამისამართება მოხდეს დანარჩენებიდან. ჭანო 16:07, 15 თებერვალი 2007 (UTC)პასუხი

პრინციპში, "რაგბი"-დან "რეგბი"-ზე გადამისამართების გაკეთების წინააღმდეგი არა ვარ, თუ თვლით, ქართულში მიღებული ფორმაა "რეგბი". მაგრამ მაშინ რა ვუყოთ სტატიას საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები. "საქართველოს მორეგბეთა ..."-ზე გადავიტანოთ? რამდენადაც Google-ში ვეძებე, საინფორმაციო წყაროები სულ "მორაგბე"-ს ხმარობენ და ვერ ვიპოვე "მორეგბე"-ს ვერც ერთი მაგალითი (სამაგიეროდ "რეგბისტის" სულ რამდენიმე მაგალითი). - Island 16:57, 16 თებერვალი 2007 (UTC)პასუხი

გადავხედე ახლა და ძირითადად ქართულ მედიაში იხმარებე როგორც რაგბი, ასე რომ მთავარი სტატია უნდა შეიქმნას ამ გვერდზე.ჭანო 23:51, 16 თებერვალი 2007 (UTC)პასუხი

ჯერ ნურაფერს გადავწყვიტავთ ე. წ. შავ სიაში გვქონდეს. დაველოდოთ სხვებსაც და ვეცადოთ თბილისში ამის გარკვევა. რის საფუძველზე გახდა რეგბი რაგბი? გავაკეთოთ რამე კატეგორია, სადაც ასეთი გვერდების განხილვები ჩაისმება. არ ვიცი რამდენად მოსაწონი აზრია? Zangala 18:41, 17 თებერვალი 2007 (UTC)პასუხი


ამას პორტალი რატომ ქვია? - ალ-ო     @ 07:16, 10 დეკემბერი 2007 (UTC)პასუხი

კარგია, განხილვა მიდის მაგრამ პორტალი ვერავინ ვერ შევამჩნიეთ. შენ სად იყავი აქამდე?--ცანგალა () 11:41, 10 დეკემბერი 2007 (UTC)პასუხი

არ ვიცი ამდენი ხანი ამაზე ბჭობდით და ტექსტისთვის არ გადაგიხედავთ? :)) რაგიბიზე განხილვაც უსაფუძვლოდ მიმაჩნია, ოფიციალურად რაგბი ქვია. (http://www.rugby.ge/). პორტალის შიგთავი რომელიღაც კერძო თამაშიც საგაზეთო კომენტარი იყო და წაიშალა. არც სტატიაში და არც მითუმეტეს პორტალში მისი ადგილი არაა. - ალ-ო     @ 18:47, 10 დეკემბერი 2007 (UTC)პასუხი

ჩავამატოთ დასაწერი სტატიების სია.--Lukakhim განხილვაწვლილი 11:57, 2 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

გვერდ „რაგბი“-ზე დაბრუნება.