პორტალი:ტრანსპორტი/ბიოგრაფია
ბარონი ვერნერ მაგნუს მაქსიმილიან ფონ ბრაუნი (გერმ.: Wernher Magnus Maximilian Freiherr von Braun; დ. 23 მარტი, 1912, ვირზიცი, გერმანიის რაიხი - გ. 16 ივნისი, 1977, ალექსანდრია, აშშ) — გერმანელი და ამერიკელი მეცნიერი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის რაკეტების განვითარებში მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში, შემდგომ კი აშშ-ში. იგი ხელმძღვანელობდა გერმანულ რაკეტულ პროგრამას მეორე მსოფლიო ომამდე და მის დროს. ომის შემდეგ გადავიდა აშშ-ში, სადაც ჯერ ქმნიდა ამერიკულ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს, ვიდრე ნასაში გადავიდოდა სამუშაოდ. აქ იგი ამ ორგანიზაციის მარშალის სახელობის გაფრენების ცენტრის დირექტორი და სატურნ-V რაკეტის მთავარი კონსტრუქტორი გახდა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ადამიანის მთვარეზე გაფრენა. ვერნერ ფონ ბრაუნი ამერიკული კოსმოსური პროგრამის „მამად“ მიიჩნევა. (...სრულად)