საფრანგეთი, ოფიციალურად საფრანგეთის რესპუბლიკა (ფრანგ. République française), ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, მოიცავს ევროპის ამ ნაწილის, რამდენიმე კუნძულისა და ზღვისიქითა ტერიტორიების ნაწილს.

  • ოფიციალური: ქართულად - საფრანგეთის რესპუბლიკა; ფრანგულად - France; République française.
  • ეტიმოლოგია - სახელი მომდინარეობს ფრანკების ტომებისაგან. თვით სიტყვა “ფრანკი” თავისუფალ ადამიანს ნიშნავს. ამ ტერიტორიას რომაელები გალიას უწოდებდნენ გალების კელტური ტომის მიხედვით. საფრანგეთის სახელები სხვა ენებზე: Gallia (ბერძნული), Francogallia (ლათინური), Fagguo (ჩინური), Ranska (ფინური), Tsarf (ებრაული), Valland (ძველნორვეგიული), Bro-C'hall (ბრეტონული), Perancis (ინდონეზიური).
  • ქვეყნის კოდი - FR.